წონის კლების ინოვაციური მეთოდი: როგორ დავიკლოთ წონა ჩიის თესლის დახმარებით
1 სუფრის კოვზი (დაახლოებით 30 გრამი) ჩია შეიცავს დაახლოებით 11 გრამ ბოჭკოს, რაც დიეტოლოგების მიერ რეკომენდებული დღიური რაოდენობის მესამედია.
ასი გრამი მშრალი ჩიას თესლი შეიცავს 31% ცხიმს (3% გაჯერებულია, დანარჩენი არა), 17% ცილა, 42% ნახშირწყლები, საიდანაც 34% არის ბოჭკოვანი. ჩიას ენერგეტიკული ღირებულებაა 486 კკალ.
ჩიას თესლის შემადგენლობაში მთავარი მახასიათებელია ომეგა -3 უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა. ჯანსაღი ცხიმის ამ სპეციალურ ტიპს ადამიანის ტვინი და ნერვული სისტემა ითხოვს, როგორც გამოჯანმრთელებისა და განვითარების აუცილებელ პირობას.
ომეგა-3 მჟავები აუცილებელია წონის დაკლებისთვისაც – ისინი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და „გამოდევნიან“ ძველ ცხიმოვან უჯრედებს.
ჩიას ჭამამდე რეკომენდებულია მისი წყალში ან რძეში წინასწარ გაჟღენთვა 20-30 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ჩია მარცვლეულებს, იოგურტებს, სმუზს, წვენებს, შეიკებს, სალათებსა და დესერტებს. გაგრძელება