როგორ შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სლოგანები: ეს ისტორიები აუცილებლად გაგაოცებთ - rogor.ge

როგორ შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სლოგანები: ეს ისტორიები აუცილებლად გაგაოცებთ

NIKE

"უბრალოდ გააკეთე." ისინი ამბობენ, რომ Nike-ის ცნობილი სლოგანი შთაგონებული იყო სიკვდილით დასჯილი მკვლელის ბოლო სიტყვებით: "Just Do It".

და რაც ყველაზე საინტერესოა:

  • ათი წლის განმავლობაში გაყიდვები გაიზარდა 1000 პროცენტით;
  • ყოველწლიურად კომპანიის ხელმძღვანელები ცდილობდნენ რაიმე ახალი და უკეთესი შეექმნათ, მაგრამ ვერ შეძლეს;
  • სლოგანი დღემდე რჩება Nike-ის მარკეტინგის განუყოფელ ნაწილად.

SNICKERS

"როცა გშია შენ - შენ არ ხარ". ჯერ კიდევ 1979 წელს Snickers-ის მთავარი სლოგანი იყო: „სნიკერსი ნამდვილად აკმაყოფილებს“. დროთა განმავლობაში გაყიდვებმა კლება დაიწყო და მარკეტოლოგები მიხვდნენ, რომ დადგა სამიზნე აუდიტორიის გაფართოების დრო.

მარკეტერებმა ჩაატარეს კვლევა და დაამტკიცეს, რომ შიმშილის გრძნობა ფაქტობრივად ცვლის პიროვნებას და ადამიანი ხდება გაღიზიანებული, დაღლილი. შემდეგ გამოჩნდა ლეგენდარული სლოგანი "როცა გშია შენ - შენ არ ხარ".

KITKAT

"შეისვენე. ჭამე კიტკატი." KitKat-მა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სლოგანი 1958 წელს ომის შემდგომ ბრიტანეთში გავრცელდა. მაშინ გზავნილის მთავარი სამიზნე აუდიტორია იყვნენ მუშები, რომლებიც რამდენიმე წუთსაც კი ვერ იცლიდნენ დასასვენებლად.

სლოგანი სამუშაო დღის განმავლობაში დასვენებასთან ასოცირდებოდა და შედეგად, მოიხსნა მსოფლიო რეკორდი: გინესის რეკორდების წიგნმა ჩაიწერა, რომ 1995 წელს მსოფლიოში გაიყიდა 13,2 მილიარდი KitKat-ი.

MCDONALD'S

"I'm Lovin' It" - სლოგანი 2003 წელს გამოჩნდა: მის შესაქმნელად მაკდონალდსმა 14 საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოს შორის კონკურსი გამართა და არა უშედეგოდ. ეს არის ერთადერთი სლოგანი, რომელიც გამოიყენება ყველა ქვეყანაში, სადაც მაკდონალდსი მუშაობს.

RED BULL

„Red Bull gives Wings“ არის საკულტო ფრაზა, რომელიც კომპანიას დაახლოებით 13 მილიონი დოლარი დაუჯდა. მოსაზრება, რომ სასმელი „გაფრთიანებს“ იყო მეტაფორული, რაც გულისხმობს ენერგიის აფეთქებას, რომელსაც ადამიანი იღებს მოხმარების შემდეგ.

COCA-COLA

"Open Happiness". რა აბედნიერებს ადამიანებს? სწორედ ასეთი კვლევა ჩაატარა Coca-Cola-მ 16 ქვეყანაში ახალი სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე. 77%-მა თქვა, რომ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნას ბედნიერებას მოაქვს, რაც საფუძვლად დაედო მათ სლოგანს.

APPLE

"Think Different" ალბათ ყველა დროის ყველაზე წარმატებული სარეკლამო კამპანიაა. და ის არ იარსებებდა, რომ არა Apple-ის პირდაპირი კონკურენტები - IBM. Think-ის სლოგანის საპასუხოდ, Apple-მა შექმნა სარეკლამო სლოგანი, რომელმაც კომპანიის აქციები სამჯერ გაზარდა. ასე რომ, კონკურენცია არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გვაიძულებს წინსვლას.