როგორ ვისწავლოთ HTML/CSS - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ HTML/CSS

 

რა არის HTML - HTML ითარგმნება, როგორც ჰიპერ ტექსტის აღწერის ენა (Hyper Text Markup Language). - HTML ფაილი წარმოადგენს თეგების საშუალებით აღწერილ ტექსტურ ინფორმაციას. - მარკირებული ტეგები ბრაუზერს გადასცემენ გვერდის ეკრანზე გამოტანის ინფორმაციას. - HTML ფაილს აქვს html, ან htm გაფართოვება. - HTML ფაილის შექმნა შესაძლებელია უბრალო ტექსტური რედაქტორით.

 

როგორ დავიწყოთ HTML და CSS-ის სწავლა 1. გადმოიწერეთ და დააყენეთ პროგრამა Notepad++, რათა გაგიადვილდეთ მუშაობა 2. New Text Document-ზე დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ამოირჩიეთ Edit with Notepad++ 3. მაგალითისთვის ჩაწერეთ ქვემოთ მოცემული HTML კოდი: Rogor.ge - HTML და CSS დამწყებთათვის

My First Heading

My first paragraph.

4. შენახვისთვის დააჭირეთ File -> Save as და ამოირჩიეთ Hyper Text Markup Language 5. გახსენით შენახული ფაილი ბრაუზერით (მაუსის ორჯერ დაკლიკებით), ხოლო ძველი ფაილი (New Text Document) შეგიძლიათ წაშალოთ. ახალ ფაილზე დაეხატება ბრაუზერის ხატულა (Icon). 6. ბრაუზერი გაჩვენებთ მიღებულ შედეგს, ისეთს როგორიც სურათშია მოცემული

 

ჩაატარეთ ექპერიმენტები აიღეთ და დაარედაქტირეთ წინა საფეხურში ახსნილი ახალი ფაილი, წაიკითხეთ წიგნები, სტატიები, უყურეთ ვიდეო გაკვეთილებს და რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი ატარეთ. დაიწყეთ სწავლა w3schools.com-დან: - HTML-ის გაკვეთილები - CSS-ის გაკვეთილები

 

დავამატოთ ცოტაოდენი CSS წინა საფეხურში შექმნილ HTML ფაილს Rogor.ge - HTML და CSS დამწყებთათვის

My First Heading

My first paragraph.

შეინახეთ ფაილი CTRL + S ღილაკით და დაარეფრეშეთ ბრაუზერი. ბრაუზერი გაჩვენებთ მიღებულ შედეგს, ისეთს როგორიც სურათშია მოცემული

 

HTML და CSS-ის მთლიანი კურსის შესწავლა, რთულია ერთ კონკრეტულ ინსტრუქციაში. თქვენ უკვე იცით, როგორ მუშაობს HTML, როგორ მუშაობს CSS და მათი დანიშნულება, უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ დაიწყოთ წიგნების კითხვა, ვიდეო გაკვეთილების ყურება და რაც მთავარია - ექსპერიმენტები.