ინტერნეტ მომხმარებლების 57%-ზე მეტი ახალ ამბებს და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საინფორმაციო ვებ-გვერდებზე ეცნობა - როგორია გამოკითხვის შედეგები
სავარაუდო პასუხები შემდეგ ვარიანტებს მიცავდა:
- საინფორმაციო ვებგვერდები
- Tik Tok; Youtube
- WhatsApp; Viber; Telegram
- Facebook; Instagram; Twitter
გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობამ - 57.9%-მა, ინფორმაციის ძირითად წყაროდ საინფორმაციო ვებგვერდები აირჩია. ეს ასახავს ციფრული პლატფორმების მზარდ პოპულარობას, როგორც ახალი ამბების მთავარ წყაროს თანამედროვე მოსახლეობაში.
მეორე ადგილზე– 19.8%-ით Google გავიდა.
სოციალური ქსელების: Facebook; Instagram და Twitter-ის საშუალებით, ახალ ამბებს გამოკითხულთა 14.3% ეცნობა.
Tik Tok და Youtube-ს საშუალებით - 5.5%.
WhatsApp, Viber და Telegram- 2.5%.
ეს შედეგები აჩვენებს ციფრული პლატფორმების მზარდ როლს საინფორმაციო ლანდშაფტის ფორმირებაში. ასევე, მედია რესურსების ადაპტაციის მნიშვნელობას, თანამედროვე ინტერნეტ მომხმარებლების პრეფერენციების შესაბამისად.