ბოჰემური კულულები: როგორია 9 ტრენდული ვარცნილობა გრძელი თმისთვის 2024 გაზაფხული/ზაფხული
გრძელი ფრანგული ბობი
ამ თმის შეჭრის კლასიკური ვერსია არის თმის სიგრძე ნიკაპამდე. მაგრამ 2024 წელს გრძელი ფრანგული ბობის ვერსიაა მხრებამდე. საერთო ეფექტი იგივეა - გლუვი თმა და შეთხელებული/შემოკლებული ბოლოები.
აჩეხილი თმა
გრძელი, სწორი თმის მქონე ქალებს შეუძლიათ აირჩიონ ოდნავ მოკლე ვარიანტი 2024 წლისთვის. თუ თქვენ ცდილობთ მრავალფეროვნების დამატებას რადიკალურად განსხვავებული ვარცხნილობის გაკეთების გარეშე, აჩეხვა მარტივი გზაა თქვენი თმის ფორმის და მოცულობის მისაცემად.
მოცულობითი ფენები
90-იანი წლების ვარცხნილობები იდეალურად მოერგება 2024 წლის გაზაფხულსა და ზაფხულს, თუმცა უნდა შეინარჩუნოთ თქვენი თმის ბუნებრივი სტრუქტურა, შეგიძლიათ გაიკეთოთ კულულებიც.
გრძელი თმა წინამოთი
ასეთი წინამო უხდება თითქმის ნებისმიერი თმის სიგრძეს და ტექსტურას და განსხვავებულ იერს სძენს.
როგორი "ბობი" შეიჭრათ ხვეული თმისთვის: მოდური ვარცხნილობის 7 განსაცვიფრებელი გზა
ბოჰემური კულულები გრძელი თმისთვის
ეს არის 70-იანი წლების სტილის ვარცხნილობა, მაგრამ სრულიად განახლებული დღევანდელი ბოჰემური იერსახისთვის. თმის ვარცხნილობას ავსებს წინამო, რომელიც ინდივიდუალურ და განსხვავებულ ელემენტს მატებს ვარცხნილობას.
გრძელი კარე
ეს ვარცხნილობა პოპულარული ბობის უფრო გრძელი ვერსიაა. სტილისტების აზრით, ეს ვარცხნილობა 2024 წლის ჰიტი გახდება. შეგიძლიათ ატაროთ სწორი ან ტალღოვანი, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მარტივად შეიკრათ თმა.
გრძელი და აჩეხილი
მათ, ვისაც ჯერ არ დაუმოკლებია თმა, სტილისტები უჩევენ სცადონ აჩეხილი ვარცხნილობა, რაც თმას მეტ მოცულობას მატებს. თუ ბუნებრივად ოდნავ ხვეული თმა გაქვთ, შეიძლება სასარგებლო იყოს ნიღბის გამოყენება, რათა მეტი ბზინვარება მიანიჭოთ.
ზიგზაგის ტალღები
ამ ვარცხნილობას აქვს თანამედროვე სტილი და ტალღები სწორი ბოლოებით მთავრდება. შეღებვისას შეგიძლიათ დაამატოთ ოქროსფერი-ყავისფერი გადასვლები.
გრძელი ომბრე
ოდნავ დატალღულ თმას შეუძლია ელეგანტურობა შემატოს თქვენს ვარცხნილობას, თუ აირჩევთ ომბრეს სწორ ფერებს.
როგორი ვარცხნილობა გახდის ქალს წარმატებულს და მომაჯადოვებელს