როგორ აღვადგინოთ სხეული ზამთრის შემდეგ - და სხვა საინტერესო ამბები - rogor.ge

როგორ აღვადგინოთ სხეული ზამთრის შემდეგ - და სხვა საინტერესო ამბები

რამდენ ხანს შეგვიძლია ზამთარში ფანჯრის გაღება

ბევრ ადამიანს ეშინია ავად გახდეს ღია ფანჯრის გამო. თუმცა, სამეცნიერო კვლევები და სამედიცინო დაკვირვებები საპირისპიროს მიუთითებს: რეგულარული განიავება ამცირებს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების რისკს და ხელს უწყობს ალერგენების ზემოქმედების შემცირებას.

გაციება გამოწვეულია ვირუსებთან ან ბაქტერიებთან კონტაქტით, მაგრამ არა ფანჯრიდან ჰაერით. საკმარისია ოთახის განიავების დროს არ დაჯდეთ პირდაპირ ფანჯარასთან, ან უნდა ჩაიცვათ თბილად, რათა ჰაერის განიავება იყოს უსაფრთხო.

გარდა ამისა, თუ რამდენიმე ოთახში ფანჯრების გახსნით მოვაწყობთ ორპირს, ჰაერში დაგროვილი ვირუსული ნაწილაკები და ალერგენები ბევრად უფრო სწრაფად დატოვებს ოთახს.

რეკომენდებულია ჰაერის გამუდმებით განახლების მიზნით, დღეში რამდენჯერმე ოთახის განიავება. 5-დან 15 წუთის განმავლობაში ღია ფანჯრები საკმარისია იმისათვის, რომ სახლი სუფთა ჰაერით გაივსოთ, ისე რომ ზედმეტად არ შემცირდეს ოთახის ტემპერატურა.

როგორ აღვადგინოთ სხეული ზამთრის შემდეგ

სხეულის აღდგენისთვის ზამთრის სიცივეების რთული პერიოდის შემდეგ, საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ სტრესი ჩვენს ცხოვრებაში. მუდმივი დაძაბულობა სწრაფად „ჭამს“ ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ვიტამინებსა და მინერალებს. შემდეგი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა აღადგინოთ ძილის რეჟიმი. გაგრძელება