როგორ ამოიცნოთ მძიმე ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსია - rogor.ge

როგორ ამოიცნოთ მძიმე ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსია

ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ჭინჭრის ციება არის ალერგიული დაავადებების ჯგუფი, რომლის მთავარი სიმპტომია ურტიკარიული ელემენტების გამოვლენა კანზე. ურტიკარია იყოფა მწვავედ და ქრონიკულად და შეიძლება იყოს როგორც ლოკალიზებული, ისე გენერალიზებული. მოსახლეობის 20%-მდე ნაწილს სიცოცხლის განმავლობაში ჭინჭრის ციების ერთი ეპიზოდი მაინც განუცდია.

მწვავე ჭინჭრის ციება

მწვავე ჭინჭრის ციება გამოირჩევა იმით, რომ კანზე გამონაყარი გაჩნდა არა უმეტეს 6 კვირის წინ. ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს გამონაყარი, ჩვეულებრივ, გრძელდება 6 კვირაზე მეტხანს და შეიძლება თან ახლდეს ანგიონევროზული (კვინკეს) შეშუპება ან ალერგიის სხვა გამოვლინებები. ჭინჭრის ციების თითოეული ურტიკარიული ელემენტი „ცხოვრობს“ არა უმეტეს ერთი დღისა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შემოხაზოთ ახალგამოჩენილი ელემენტი კალმით და ნახოთ, რა დაემართება მას ერთ დღეში. ჭინჭრის ციების ელემენტები თავისით ქრება და უკვალოდ გადის. თუ ეს არ მოხდა (გრძელდება ერთ დღეზე მეტხანს, ტოვებს პიგმენტაციას), მნიშვნელოვანია ვასკულიტის გამორიცხვა. აუცილებელია დაკვირვება რეგიონულ ლიმფურ კვანძებზე (იზრდება თუ არა ისინი) და ქრონიკული ინფექციის კერის არსებობის გამორიცხვა.

ჭინჭრის ციების პათოგენეზი

პათოგენეზი მოიცავს სისხლძარღვთა გამტარიანობის (გამავლობის) მატებას და ამ სისხლძარღვთა გარშემო მწვავე შეშუპების განვითარებას (დამახასიათებელია ლოკალიზებული ჭინჭრის ციებისათვის). მაგრამ თუ ანტიგენი მეტისმეტად ბევრია, ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის წარმოქმნის რეაქცია სწრაფად, ინტენსიურად მიმდინარეობს და მაშინ ჭინჭრის ციება ვითარდება არა მხოლოდ უშუალოდ ალერგენის შეჭრის ადგილზე, არამედ შეინიშნება გენერალიზებული ჭინჭრის ციების კლინიკა.

ურტიკარიის კლასიფიკაცია ეტიოლოგიის მიხედვით:

ალერგიული: მედიკამენტების, საკვების, მტვრის და ა.შ. ზემოქმედების შედეგად განვითარებული;

კონტაქტური: გამოწვეული ალერგენთან კონტაქტით, კონტაქტური დერმატიტი.დერმატოგრაფიული: ვითარდება მექანიკური გაღიზიანების შედეგად და შეიძლება გაჩნდეს კანზე ყველაზე დიდი სრესის ადგილებში.

ქოლინერგული: ჩნდება ფიზიკური დატვირთვის გავლენის შედეგად; ფიზიკურმა გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჭინჭრის ციება.

ტემპერატურული: რომელიც ვითარდება მაღალი ან დაბალი ტემპერატურის გავლენის შედეგად.

ვიბრაციული: ვითარდება მექანიკური ვიბრაციის შედეგად;

იდიოპათიური: უცნობი წარმოშობის, ხასიათდება მუდმივი, ქრონიკული მიმდინარეობით. პაციენტს არ შეუძლია თქვას, რის შედეგად განუვითარდა ის; ანალიზის დროს ალერგენები არ დასტურდება. გაგრძელება