როგორია მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები - rogor.ge

როგორია მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები

Queimada Grande – გველის კუნძული

6-1708667810.jpg

ეს კუნძული ერთი შეხედვით სამოთხეა, რომელიც ატლანტის ოკეანეში, ბრაზილიის სან პაულოს შატის სანაპიროდან 35 კილომეტრში მდებარეობს. საბედნიეროდ, ის გარკვეული დროით არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ზოგადად ვიზიტორებისთვისაც დაიხურა. თუ ძალიან მოინდომებთ, შეიძლება გაგიშვან-კიდეც, მაგრამ მხოლოდ შესაბამის საბუთზე ხელის მოწერის შემთხვევაში, სადაც იტყვით, რომ თქვენს ნაადრევ სიკვდილში არავის ადანაშაულებთ.

კეიმადა გრანდი მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ბუდეა. მათი ნაკბენი მომაკვდინებელია და ქსოვილების სწრაფ ნეკროზს იწვევს. ნაკბენის ადგილიდან იწყება ლპობის პროცესი, რაც ძვლებამდე აღწევს და მთელს სხეულს მოიცავს. აღარაფერს ვამბობ ამ პროცესებით გამოწვეულ ტკივილზე. შედეგი ყოველთვის ერთია – გარდაუვალი სიკვდილი. Botrops insularis-ის შხამი დედამიწაზე ერთერთ ყველაზე საშიშად ითვლება.

ამბობენ, რომ ოდესღაც, კუნძულზე შუქურა იყო, რომელსაც ადამიანები ემსახურებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ ღამესაც გველებმა შუქურაში შეაღწიეს და ყველა დაკბინეს, ის ავტომატურით შეცვალეს. 1985 წლიდან, ბრაზილიურმა ხელისუფლებამ კუნძული თავისი დაცვის ქვეშ აიღო და უნიკალურ ნაკრძალად გამოაცხადა, რომელიც პრაქტიკულად ხელუხლებელია ადამიანისაგან და მსოფლიოში ყველაზე დიდ, ბუნებრივ სერპენტარიად ითვლება.

კუნძულის ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ ერთიდან ხუთ სასიკვდილო შხამიან გველს გადაეყრებით. ისინი გადამფრენი ფრინველებით იკვებებიან. კეიმადა გრანდე ერთადერთი ადგილია პლანეტაზე, სადაც გველებმა შეძლეს ხალხის სრულად გაძევება.

ნახეთ, როგორ გამოიყურება მიტოვებული სოფელი მოჩვენება, რომელიც ბუნებამ მთლიანად შთანთქა

სიკვდილის გზა

6-1708667877.jpg

The North Yungas Road, ჩრდილოეთ იუნგასის გზა, ან როგორც მას უწოდებენ: „ბედის გზა“ ან „სიკვდილის გზა“, ერთერთი ყველაზე საშიში გზაა მსოფლიოში. ის ბოლივიაში მდებარეობს და გადის უფსკრულზე, რომლის სიღრმე 600 მეტრია. გზის სიგრძე თითქმის 70 კმ-ია. ყველაზე განიერი ნაწილი 3,2 მეტრია, ხოლო უმაღლესი წერტილი – 3, 6 კმ.

ზოგან, გზა იმდენად ვიწროვდება, რომ ტრანსპორტი ცალი ბორბლით უფსკრულზე გადაკიდებული გაჭირვებით გადის. ეს ერთადერთი მარშრუტია, რომელიც ქალაქ კოროიკოს (ამაზონის ტროპიკული რეგიონი) ბოლივიის დედაქალაქ ლა ლაზთან აკავშირებს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

უკიდურესად ვიწრო საავტომობილო გზა, მუდმივად იშლება ტროპიკული წვიმების შედეგად, რომელიც ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება. პირქუშ სურათს ავსებს მკვრივი ნისლი, ნულოვანი ხილვადობა, მეწყერი და თიხა. ქვიანი, მოლიპული და ზოგან მთლიანად განადგურებული გზის საფარი. ხშირად შეგხვდებათ გზის პირას “განთავსებული”, ხავსით დაფარული უამრავი ჯვარი, გადატეხილი ხეები და ჟანგისფერი ნარჩენები. უფსკრულში ჩავარდნილი მანქანები. აქ ერთადერთ იმედად – ლოცვა რჩება.

ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 ადამიანი იღუპება ჩრდილოეთ იუნგასის გზაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, სიკვდილის გზა ერთ-ერთი საყვარელი ტურისტული მარშრუტია. მართალია, ტურისტებს ურჩევნიათ მასზე ველოსიპედებით გავლა, ვიდრე ავტობუსებით და მანქანებით, მაგრამ ბედისწერის გზა არავის ზოგავს – მხოლოდ 1998 წელს აქ 18 ველოსიპედისტი გარდაიცვალა.

როგორ ავარიდოთ თავი მოსაწყენ ცხოვრებას

ტბა კივუ/კონგო/რუანდა

6-1708667935.jpg

თუ გაგიმართლებთ, მოხარშული თევზი პირდაპირ ტბიდან შეგეძლებათ დააგემოვნოთ. კივუ ვულკან კიტუროსთან ახლოს მდებარეობს და ლავის ამოფრქვევის დროს, ის პირდაპირ წყალში ეშვება. თევზები და წყალმცენარეები დუღილს იწყებენ. როდესაც ვულკანი შეწყვეტს თავის საქმიანობას, ადგილობრივები ნავებით გადიან ტბაში და თევზს მიირთმევენ. ბოლოს ასეთი შემთხვევა 1948 წელს მოხდა. კივუს ფსკერზე დიდი რაოდენობით მეთანია და თუ ის გამოთავისუფლდება, მოხდება რაღაც ამერიკული ბლოკბასტერის მსგავსი. 2 მლნ მაცხოვრებელი ფაქტობრივად ვულკანზე ცხოვრობს და ყოველ წამს ელოდება კატასტროფას.

დალოლი/ეთიოპია

7-1708667976.jpg

ჯოჯოხეთის კარიბჭე არსებობს! ეს დალოლის დასახლებაშია, ეთიოპიის ჩრდილოეთით, დალაკილის უდაბნოში. ზაფხულში ტემპერატურა 60+ გრადუსს აღწევს. ტერიტორია უწყვეტი მარილიანი ველებისგან და ვულკანებისგან შედგება. ქალაქი მოჩვენება ნამდვილად არსებობს – სწორედ ასე უწოდეს დალოლს ადგილობრივებმა, არასტუმართმოყვარე კლიმატის და ინფრასტრუქტურის გამო.

როგორ ადაპტირდეთ მარტივად უცხო ქვეყანაში - 5 რჩევა

ტრისტან-და-კუნჰას არქიპელაგი/დიდი ბრიტანეთი

6-1708668024.jpg

არქიპელაგიდან აფრიკაში 2816 კმ-ია, სამხრეთ ამერიკაში – 3360 კმ და წმინდა ელენას კუნძულიდან – 2161 კმ. თუ დაკარგულ კუნძულამდე მიაღწევთ, თქვენ დაახლოებით 300 ადამიანის და ტრისტანელი მწყემსი-ფრინველების კომპანიაში აღმოჩნდებით. ამ ფრინველებმა ფრენა არ იციან. აქ არც აეროპორტია. მოხვედრა იქ მხოლოდ ზღვით შეგიძლიათ. ითვლება, რომ აქრიპელაგის ჩრდილოეთ კუნძულები 1506 წელს, პორტუგალიელმა ტრისტან და კუნჰამ აღმოაჩინა, მაგრამ ის არ გადასულა კუნძულზე. კუნძული გოფი ინგლისელმა მეზღვაურმა, ჩარლზ გოფმა 1731 წელს აღმოაჩინა. კუნძულის შესახებ არსებობს ლეგენდა, მაგრამ ის მარტო ადგილობრივებმა იციან. ამ კუნძულზე მოხვედრა და იქიდან თავის დაღწევა ძალიან რთულია.

როგორ უნდა მოხვდეთ აქ:

ჩაფრინდით კეიპთაუნში.

ჩაჯექით იალქნიან ნავში.

იცურეთ 18 დღე, პლანეტის ერთერთ ყველაზე მშფოთვარე ზღვაზე და დაელოდეთ, როდის გამოჩნდება უწყვეტ ნისლში კუნძული.

ილოცეთ, რომ ქარი ჩადგეს და შეძლოთ ნაპირამდე მიღწევა.

რაც შეიძლება სწრაფად აიტანეთ ნავი ნაპირზე, რომ არ დაისმხვრეს კლდეებზე და არ წაიღოს დინებამ ოკეანეში.

და აი, თქვენ აქ ხართ! შვიდი ზღვის ედინბურგში – ტრისტან-და-კუნჰას დედაქალაქში.

მეგალაიას სახელმწიფო, ინდოეთი

6-1708668090.jpg

ქალაქ მოსინრემში არის ნიშანი “ყველაზე სველი ადგილი დედამიწაზე”, მაგრამ მისი დანახვა განუწყვეტელი წვიმების გამო ძალიან ძნელია. აზრი არ აქვს აქ ამინდის პროგნოზის კითხვას – ყოველდღე წვიმს. სამაგიეროდ, აზრი აქვს ბამბუკისა და ბანანის ფოთლებისგან დამზადებული ქოლგის შეძენას. გვერდიდან ისე ჩანს, რომ თითქოს დიდი ნავი დაგაქვთ.

წვიმების გამო, აქ ხშირად ცვივა კლდეებიდან ქვები.

როგორია პლანეტის ყველაზე იზოლირებული ადგილები

Volcano boarding/ნიკარაგუა

7-1708668133.jpg

თუ თოვლი მოგბეზრდათ, აიღეთ დაფა და ნიკარაგუაში გაემგზავრეთ. ამბობენ, რომ სახეზე ხრეში და მტვერი ძალიან აფხიზლებს. განსაკუთრებით, თუ 80 კმ სთ სიჩქარით მიქრიხართ. შეიძლება შეძლოთ და გაასწროთ უკან მომყოლ ლავას – ვულკანი ხომ აქტიურია?!

როგორ ცხოვრობენ ინტერნეტჰიტად ქცეულ სოფელში, რომელსაც მხოლოდ ერთი, 10 კმ-იანი გზა აქვს