როგორ ადაპტირდეთ მარტივად უცხო ქვეყანაში - 5 რჩევა - rogor.ge

როგორ ადაპტირდეთ მარტივად უცხო ქვეყანაში - 5 რჩევა

იშოვეთ სამსახური იქ, სადაც ბევრი ადგილობრივია

ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ეცადეთ ისეთ ადგილას დასაქმდეთ, სადაც ბევრი ადგილობრივი მუშაობს. ასე შეძლებთ მათ უკეთ გაცნობას, გაიგებთ როგორი იუმორის გრძნობა აქვთ, რაც მთავარია, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ სალაპარაკო ენას.

შეუერთდით აქტიურ ჯგუფს

შეუერთდით ვოკალისტების, მთამსვლელების და სხვა ჯგუფებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ ასეთი ჯგუფები სოციალურ ქსელებში ქალაქის სახელისა და საკვანძო სიტყვის შეყვანით. დარწმუნდით, რომ დარეგისტრირდით ერთ-ერთ მათგანზე. ასეთ არაფორმალურ გარემოში კომუნიკაცია მარტივად წარიმართება და შეძლებთ გაიუმჯობესოთ ენის ცოდნა.

დაგეგმეთ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება

წესად აქციეთ კვირაში ერთხელ მაინც ადგილობრივ ღონისძიებებზე დასწრება. ეს შეიძლება იყოს ახალი დაწესებულების გახსნა, გამოფენა, ფესტივალი. სწორედ ასეთ გარემოში გაეცნობით ყველაზე კარგად ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას.

ახალ ნაცნობებთან აუცილებლად გამოიჩინეთ ინიციატივა

შესაძლოა ახლადგაცნობილმა ადგილობრივმა თავშეკავება გამოიჩინოს, ეს სულაც არ არის გასაკვირი, ამიტომ თუ მოგწონთ ადამიანები, თავისუფლად გამოიჩინეთ ინიციატივა და მოიწვიეთ სტუმრად, კაფეში ან სასეირნოდ. აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დაუმეგობრდით ადგილობრივებს.

"გაასუფთავეთ" თქვენი ინფორმაციის ველი

თქვენამდე მაინც მოაღწევს თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი და გახმაურებული ამბები. ასეთი ამბები გონებრივად მუდმივად დაგაბრუნებთ სამშობლოში და ახალ ქვეყანაში ადაპტაციის პერიოდიც გაძნელდება. ამის ნაცვლად, უმჯობესია იმ ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური სიახლეების შესწავლა. ამგვარად გაგიადვილდებათ ადგილობრივებთან საუბარი და ჩართული იქნებით ახალ საზოგადოებაში.