როგორ აქციოთ სამზარეულო მოდურ კუთხედ - 10 დეტალი - rogor.ge

როგორ აქციოთ სამზარეულო მოდურ კუთხედ - 10 დეტალი

ყავის კუთხე

2-1708322426.jpg

დილის არომატული ყავით დაწყებაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს?ამიტომ, ვფიქრობთ, ნამდვილად არ უნდა იყოს ურიგო სამზარეულოში ყავის ზონის მოწყობა. ამ ადგილას, როგორც წესი, ინახება, ყავა, ყავის აპარატი, ყავის მადუღარა, შაქარი, შესაბამისი ჭურჭელი და ა.შ.

იატაკი პარკეტის ეფექტით

3-1708322464.jpg

თუ ფიქრობთ, რომ საუბარია ნატურალურ პარკეტზე, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, ცდებით. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს ისეთი კერამიკული ფილები, რომელიც ვიზუალურად ძალინ ჰგავს პარკეტს, თუმცა მოსავლელად ბევრად კომფორტული და მარტივია, განსაკუთრებით სამზარეულოს შემთხვევაში.

ნახატები და ხელოვნების ნიმუშები

3-1708322500.jpg

დიახ, სამზარეულო აღარ წარმოადგენს ღრმად უტილიტარულ ადგილს, ის სახლის გული გახდა და აქედან გამომდინარე ადამიანები სულ უფრო და უფრო ცდილობენ, მაქსიმალურად გაალამაზონ და გააფორმონ სხვადასხვა ნივთით, კედლის თეფშებით, ნახატებით, დეკორატიული აქსესუარებით. ეს სახლის ამ მნიშვნელოვან ადგილს მეტ ორიგინალურობასა და სიმყუდროვეს სძენს. გაგრძელება