როგორ ცხოვრობენ ინტერნეტჰიტად ქცეულ სოფელში, რომელსაც მხოლოდ ერთი, 10 კმ-იანი გზა აქვს
სულოზოვა ფაქტობრივად ჩვეულებრივი სოფელია. საყურადღებოდ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ფაქტი, რომ თითქმის 6-ათასიან დასახლებას მხოლოდ ერთი ქუჩა აქვს, სიგრძით 9 კილომეტრზე ცოტა მეტი. სოფელს პოპულარობა 2023 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგ იან ბრემერის გვერდზე გამოქვეყნებულმა ერთმა ფოტომ მოუტანა.
დრონით გადაღებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა სოც ქსელებში, უმოკლეს დროში 6 მილიონზე მეტი ნახვა და დაახლოებით 50 ათასი მოწონება დაიმსახურა. ზღაპრული სილამაზის პოლონურ სოფელს "პატარა ტოსკანა" შეარქვეს, რამაც ნამდვილი ტურისტული ბუმი გამოიწვია და "მძინარე" დასახლებაც გამოაღვიძა.
სულოზოვას დასახლება არისტოკრატმა ოფიცერმა დააარსა. იგი პოლონეთის მეფეს ემსახურებოდა და მე-16 საუკუნეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის სჩუქრად მიწები მიიღო ყმებით. ოფიცერს ბევრი არ უფიქრია, ამ მიწებზე დასახლება გადაწყვიტა. ხელსაყრელი მდებარეობის გათვალისწინებით (სოფელი პიესკოვა სკალას ციხესიმაგრის მახლობლად მდებარეობდა, რომელიც მე-14 საუკუნეში მეფე კაზიმირ დიდისთვის აშენდა და მთავარი ადმინისტრაციულ ცენტრს, კრაკოვს, მხოლოდ 29 კილომეტრი აშორებდა ), პატარა სოფელი საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და სოფლის მეურნეობის აქტიური განვითარების წყალობით მფლობელს კარგი შემოსავალი მოუტანა.