3 მიზეზი, თუ რატომ ჩნდება სახლში ზედმეტი მტვერი და როგორ მოაშოროთ ეფექტურად - rogor.ge

3 მიზეზი, თუ რატომ ჩნდება სახლში ზედმეტი მტვერი და როგორ მოაშოროთ ეფექტურად

რა ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის?

ჭარბი მტვერი არასასიამოვნოა და შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ასთმის შეტევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. იგი შეიძლება შედგებოდეს კანის მკვდარი უჯრედების, შინაური ცხოველების ბეწვის, ტანსაცმლის ბოჭკოებისგან და სხვა. ასევე, შეიძლება შეიცავდეს ისეთ მავნე ნივთიერებებსაც, როგორიცაა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკრობები, მიკროპლასტიკები და სხვა ქიმიკატები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მტვერი ყოველთვის არ არის ბინძური საცხოვრებლის ნიშანი. მისი რაოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: წელიწადის დრო, მაცხოვრებლების რაოდენობა და შინაური ცხოველების არსებობა. ხშირად რეგულარული სველი წმენდა არ უწყობს ხელს სახლის სრულ გასუფთავებას. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

როგორ მოაშოროთ წებოვანი ჭუჭყი სამზარეულოში: რა უნდა დაამატოთ წყალს

მაღალი ტენიანობა

მაღალი ტენიანობა ქმნის იდეალურ გარემოს მტვრის ტკიპებისა და ობის გაჩენისთვის. გარდა ამისა, ეს იწვევს მტვრის შეწებებას. ექსპერტები გირჩევენ გამოიყენოთ კონდიციონერი ტენიანობის შესამცირებლად იდეალურ დონემდე, რაც 40%-დან 60%-მდეა. ასევე, შეგიძლიათ ჩართოთ კონდიციონერი ფანჯრების გაღების ნაცვლად.

რა უნდა გააკეთოთ, რომ იშვიათად გადაწმინდოთ სახლში მტვერი

ვენტილაციის სისტემები

როდესაც მტვერი შედის სახლში, სისტემამ უნდა შეიწოვოს ნაწილაკები სავენტილაციო ხვრელებით და მოაშოროს ისინი ჰაერის ფილტრებით. თუმცა გაუმართავი გათბობისა და ვენტილაციის სისტემა გამოიწვევს საკმაო ხმაურს, ასევე, მნიშვნელოვანია ჰაერის ფილტრების რეგულარულად შეცვლა ყოველ სამ თვეში ერთხელ.

გარეგანი ფაქტორები

სახლში მტვრის დაგროვების მიზეზი შესაძლოა იყოს გადატვირთული ქუჩა გადატვირთული მოძრაობით. ღია კარებისა და ფანჯრების საშუალებით უამრავი ნაწილაკი აღწევს თქვენს სახლში. საუკეთესო გამოსავალია ფანჯრებისა და კარების, ასევე ნებისმიერი სხვა ბზარებისა და ნაპრალების დალუქვა. რეგულარულად უნდა გარეცხოთ ხალიჩები, ქსოვილები და გაასუფთავოთ ავტოფარეხი.

მტვერსასრუტი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. აირჩიეთ მოდელი წყლის ფილტრით - უკეთესად აგროვებენ მტვერს და ხელს უშლიან მის ხელახალ დაგროვებას. გარდა ამისა, ისინი შესანიშნავად ასუფთავებენ ჰაერს და სახლში სისუფთავის შეგრძნება გაგიჩნდებათ.

როგორ ალაგებენ სახლებს თურქი ქალბატონები