როგორი 7 ნივთი არ უნდა დატოვოთ მანქანაში ზამთარში - rogor.ge

როგორი 7 ნივთი არ უნდა დატოვოთ მანქანაში ზამთარში

მედიკამენტები

მედიკამენტების უმეტესობა უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (15–25 °C). თუ სხვა პირობებია საჭირო, ეს მითითებული იქნება შეფუთვაზე ან ინსტრუქციებში. მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატი უნდა ინახებოდეს გრილ (8–15 °C) ან ცივ ადგილას (2–8 °C). გაყინვისას ისინი იცვლიან თვისებებს ან კარგავენ ეფექტურობას. ამიტომ არ ღირს მათი დატოვება მანქანაში ყინვის დროს.

როგორ შეარჩიოთ საჭირო და აუცილებელი ნივთები და რა იყიდოთ, თუ სახლში კატის მოყვანა გადაწყვიტეთ

გაზიანი სასმელები

ქილაში მოთავსებულ სასმელებს აფეთქების საფრთხე ემუქრებათ, რადგან გაყინვისას წყალი "ფართოვდება". უფრო მეტიც, ასეთი აფეთქების შედეგად შეიძლება დაზარალდეს არა მხოლოდ მანქანა, არამედ ადამიანიც.

მუსიკალური ინსტრუმენტები

სიცივეში ხის ინსტრუმენტები შეიძლება დეფორმირდეს, ეს განსაკუთრებით ეხება გიტარას ან ვიოლინოს. ასევე, ხელსაწყოს კორპუსი შეიძლება გაიბზაროს, რაც მოითხოვს შეკეთებას ან თუნდაც შეცვლას.

ნახატი

ნახატის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ დიდხანს დატოვებთ სიცივეში. მაგალითად, მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები დაკარგავენ თვისებებს ან მზა საფარი უხარისხო აღმოჩნდება. თუმცა ეს არ ხდება ყველა საღებავის შემთხვევაში, ამიტომ აუცილებლად გადაამოწმეთ.

3 ნიღაბი, რომლებიც სიცივისგან გამომშრალ და გაუხეშებულ ხელებს გამოაცოცხლებს

საყოფაცხოვრებო ქიმიკატები

თხევადი საწმენდი საშუალებები შეიძლება გაიყინოს შეფუთვაში. გარდა ამისა, უცნობია, რამდენად იმოქმედებს დაბალი ტემპერატურა მათ ეფექტურობაზე.

კვერცხი

როდესაც კვერცხი გაყინულია, შიდა შიგთავსი ფართოვდება და ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაჭუჭის გახეთქვა. ამის შემდეგ კვერცხის ჭამა უსაფრთხო არ არის. მაშინაც კი თუ ნაჭუჭზე ბზარები არ გაჩნდება, ის აღარ იქნება ისეთი გემრიელი, როგორც გაყინვამდე. შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ კარგად უნდა მოხარჯოთ.

ელექტრონული მოწყობილობები

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ სიცივე უარყოფითად მოქმედებს ტელეფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების ბატარეაზე. მალე ჯდება და ზოგჯერ მყისიერად ითიშება. თუ მოწყობილობას დიდხანს დატოვებთ სიცივეში, ბატარეა შეიძლება საერთოდ გაფუჭდეს. ამიტომ ეცადეთ, გაჯეტები დიდხანს არ დატოვოთ დაბალ ტემპერატურაზე და გახსოვდეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დატენოთ "გაყინული" მოწყობილობა სახლში მისვლისთანავე. ჯერ გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.

როგორ დავათბოთ ხის ფანჯრები ზამთრის სეზონისთვის