როგორ მოამზადოთ ბერძნული მუსაკა: კლასიკური რეცეპტი
გარეცხილი ბადრიჯანი დავჭრათ 0,8-1 სმ სისქის ნაჭრებად ან ფირფიტებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ გავრეცხოთ, გავაშროთ და შევწვათ მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, სანამ არ დარბილდება, დავუმატოთ გატარებული ხორცი და მოვშუშოთ. ვურიოთ, სანამ არ დაიბრაწება. შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი, მოვაყაროთ ორეგანო, დავასხათ ღვინო და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.
სოუსისთვის გაადნეთ კარაქი, შეწვით მასში ფქვილი, სანამ არ გაყავისფრდება, დაასხით ცხელი რძე ნელ-ნელა და გამუდმებით ურიეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და მოხარშეთ შესქელებამდე. მზა სოუსი გადმოდგით გაზქურიდან, ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ გახეხილი ყველი და ურიეთ სანამ არ გადნება.
მომზადებული ბადრიჯნები მოათავსეთ ყალიბში, თანაბრად გადაანაწილეთ შემწვარი ხორცი, მოასხით სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გამოაცხვეთ დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში 180°C ტემპერატურაზე.