როგორ გავაუმჯობესოთ მოხუცების მახსოვრობა
ავსტრალიელმა მკვლევარ–გერონტოლოგებმა დაადგინეს, რომ მარტივი, მაგრამ რეგულარული ფიზიკურ ვარჯიშები ხელს უწყობს მახსოვრობის გაუმჯობესებასა და შემეცნების პროცესს, ამარტივებენ დამახსოვრებას. ასეთ სასარგებლო ვარჯიშად შეიძლება გახდეს ერთსაათიანი სეირნობა, კვირაში სამჯერ.
პიტსბურგის უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა პენსილვანიაში გამოიკვლიეს აერობიკული ვარჯიშების ზეგავლენა მახსოვრობის ფუნქციონირებაზე. გამოკვლევების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, დაფიქსირდა ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰიპოკამპის გაუმჯობესება, იმ ადამიანებში, რომლებიც ვარჯიშობდნენ 40 წუთის განმავლობაში, კვირაში სამჯერ. ამან ხელი შეუწყო არა მარტო მეხსიერების დაკარგვის პროცესის შეჩერებას, არამედ მის გაუმჯობესებას, ჰიპოკამპალური მოცულობის გაზრდის საფუძველზე.