როგორ მივხვდეთ როცა გვატყუებენ
დააკვირდით სხეულის ენას (Body Language). ცნობილია, რომ ადამიანი ტყუილის დროს ერიდება თვალებში ყურებას, თუმცა აქ არის მეორე ფაქტორიც - როდესაც ადამიანი ფიქრობს. ასევე დააკვირდით თუ შეამჩნევთ მოუსვენრობას, ნერვიულობას და თუ ადამიანი არაკომფორტულად გრძნობს თავს იმ გარემოში სადაც წესით მასე არ უნდა იყოს.
ყოველთვის ძალიან ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს, დაიმახსოვრეთ რაც შეიძლება მეტი! დააკვირდით მომენტებს როცა სხვადასხვა დღეს სხვადასხვანაირად და სახეცვლილად ყვება ადამიანი ერთსა და იმავე ისტორიას. კერძოთ ცვლილებებია დროში, ისტორიაც გადაკეთებულია და განსხვავდება პირველად მოყოლილისგან, დამატებული აქვს რამე დეტალი, ანდაც აკლია ძალიან მნიშნველოვანი. თუ თქვენ ამას მიხვდით უმეტესს შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ თავად თქვენს თანამოუსაბრეს დაავიწყდა თუ როგორ მოგატყუათ წინაზე.