5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში დისბალანსია: როგორ შეამჩნიოთ დროულად ეს საგანგაშო ცვლილებები
თქვენი ქცევა შეიცვალა
თუ შეამჩნევთ, რომ დაიწყეთ სამყაროს სხვაგვარად შეხედვა ან უბრალოდ დაიწყეთ ისეთი რამის კეთება, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, დაფიქრდით. მეგობრებმაც შეიძლება გითხრან ქცევის ცვლილების შესახებ, ნუ უგულებელყოფთ მათ სიტყვებს. თუ თქვენ უარი თქვით საკუთარი თავის მოვლაზე, დაიწყეთ ფულის დახარჯვა არასაჭირო ნივთებზე, ან უბრალოდ ზიხართ სახლში მუდმივად, კარგად დაფიქრდით რამ გამოიწვია ცვლილებები.
5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანი შეზღუდვების დაძლევაში
უცნაური დაავადებები გაქვთ
როდესაც სხეული მოულოდნელად იწყებს "დათმობას", ეს შეიძლება მიუთითებდეს შინაგან დისბალანსზე. რა თქმა უნდა, გრიპის განკურნება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ექიმები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზს ვერ პოულობენ. იფიქრეთ თქვენს გრძნობებზე, დარწმუნებული ხართ, რომ არ იტანჯებით ემოციურად, გონებრივად ან სულიერად?
უცებ გახდით კაპრიზული
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ უკმაყოფილო ხართ საკუთარი ცხოვრებით, მაგრამ გეშინიათ ამის აღიარების, არის ცუდი განწყობა. ცვლილებები ემოციებში, ბრაზი და ცრემლები, დავიწყება და მუდმივი დაბნეულობა, შფოთვა, გულგრილობა, ლეთარგია ან სრული უიმედობის განცდა - ნუ უგულებელყოფთ ასეთ ცვლილებებს. განწყობის ერთჯერადი ან პერიოდული გამოხატვა სულაც არ მიუთითებს ქრონიკულ დისბალანსზე. თუმცა განწყობის ხშირი და გახანგრძლივებული ცვალებადობა შეიძლება იყოს აშკარა ნიშანი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც რიგზე არ არის.
თქვენი რუტინა მნიშვნელოვნად შეიცვალა
ცუდი ძილი ან გრაფიკის მკვეთრი ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს თქვენს ცხოვრებაში დისბალანსზე. შესაძლოა თქვენ დაიწყეთ ზედმეტად დიდხანს ძილი ან, პირიქით, გაწუხებთ უძილობა - ნუ უგულებელყოფთ ამ საგანგაშო სიგნალს. პრობლემებზე ასევე შეიძლება მიუთითებდეს მუდმივი ღამის შიშები, ძილის ხშირი შეფერხებები და უეცარი გაღვიძების შემდეგ სწრაფად დაძინების შეუძლებლობა.
თქვენ დაკარგეთ ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც ადრე გაინტერესებდათ
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი უარს ამბობს გართობაზე და ჰობიზე, სამაგიეროდ არაფერს აკეთებს და უბრალოდ არ აქვს მოტივაცია. ეს ნიშანი ძალიან საგანგაშოა და არ უნდა უგულებელყოთ. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს, ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა განსაზღვროთ, რას გამოჰყავხართ წონასწორობიდან და როგორ შეგიძლიათ მისი მოგვარება.