როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი - rogor.ge

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

ვერძი

თქვენთვის 2024 წელი მთლიანობაში დადებითად უნდა ჩაითვალოს. ეს იქნება შემოქმედებითი და სულიერი განვითარების პერიოდი. გაძლიერდებით და განვითარდებით როგორც მენტალურ და ემოციურ, ისე მატერიალურ დონეზე. იმ პროექტების უმეტესობა, რომლებიც გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო, დამდეგი წლის მაისამდე წარმატებით განვითარდება ან დასრულდება. განსაკუთრებით ეს სამუშაო პროცესებს, კარიერას, ბიზნესს და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. შეძლებთ საკუთარი ნეგატიური თვისებების დამუშავებას და ახალი უნარების შეძენას. საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ახალი ტალანტების აღმოჩენას. წლის ყველაზე აქტიური პერიოდი მაისი და ივნისის პირველი დეკადა იქნება. ამ დროს იგრძნობთ ენერგიულობასა და ძალების მოზღვავებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც საშუალებას მოგცემთ ბევრი დაგროვებული პრობლემა გადაჭრათ, ძველი საქმეები დაასრულოთ და ახალი დაიწყოთ. საერთოდ, გაზაფხული (შემდგომ უკვე ზამთარი) - ეს ის დრო იქნება, როდესაც თქვენი ძალისხმევა აქტიურად და გაბედულად უნდა გამოავლინოთ, რადგან ის აუცილებლად დაფასდება. წლის მეორე ნახევარი დადებითი უფრო ურთიერთობებისთვის იქნება, განსაკუთრებით ეს პირად ცხოვრებას ეხება. თუ დაოჯახებას აპირებთ, ზაფხული და შემოდგომა ამისთვის სასიკეთო პერიოდია. ხოლო თუ დაოჯახებული ხართ, მაშინ ოჯახური ურთიერთობები დაალაგეთ და ჰარმონიაში მოიყვანეთ. ამ დროს იყავით ტაქტიანი და შეეცადეთ, კონფლიქტები არ გამოიწვიოთ. ეს კარგი დროა გაზაფხულზე წარმოშობილი გაუგებრობების გარკვევისთვის და შეთანხმების მიღწევისთვის. ამ პერიოდში ასევე მოიმატებს უცხოეთში მოგზაურობის, გართობის და დროის კარგად გატარების ალბათობაც. წლის ბოლოს ახალს ნურაფერს დაგეგმავთ, ეს დრო გამოიყენეთ წარსულის ანალიზისთვის და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის.

კურო

2024 წლის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე პერიოდი საშუალებას მოგცემთ, წარმატებით გააგრძელოთ ის საკითხები, რომლებიც 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიწყეთ. ამას შესაძლოა ახალი რეალობის ფორმირება ან განვითარების ახალ დონეზე გადასვლაც ვუწოდოთ. ეს იქნება არა მხოლოდ წვრილმანი, არამედ გლობალური საკითხებიც, რომლებსაც თქვენი ცხოვრების ვექტორის განსაზღვრაც კი შეუძლიათ. სასურველი იქნება თქვენს ოცნებებსა და მიზნებს გადახედოთ და მათთვის კონკრეტული და პრაგმატული გეგმები შეიმუშავოთ. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და თუნდაც დროებითი წინაღობები ნუ შეგაშინებთ. ყურადღება მიაქციეთ გრძელვადიან პროექტებს, განსაკუთრებით სწავლასთან, პროფესიულ საქმიანობასთან, კარიერასთან, საქმიან კავშირებთან, უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებს. გაზაფხულის ბოლო და ზაფხული პირველი ნახევარი გახდება ის პერიოდი, როდესაც თქვენ კარგად დაინახავთ წარსულისგან რა ისწავლეთ, მომავლის მიმართ როგორი ხედვა ჩამოგიყალიბდათ და ამასთანავე, მიზნების მიღწევისთვის რა კონკრეტული გეგმები შეიმუშავეთ. ამ პერიოდში მოგიწევთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ მატერიალურ საკითხებს და მოგიწევთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. წლის მეორე ნახევარი არანაკლებად საინტერესო იქნება. მოსალოდნელია გაჩნდეს ბოლო 1-1,5 წლის განმავლობაში ფორმირებული იდეების რეალიზაციის ალბათობა. ეს შესაძლოა კავშირში იყოს სწავლასთან ან ხელოვნებასთან.ზაფხულში გააქტიურდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. მოიმატებს ქორწინების, ახალი რომანის ან თუნდაც ფარული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. ეს დრო ასევე გამოიყენეთ დასვენებისთვის და ფიზიკური ძალების აღდგენისთვის. შემოდგომის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და ასევე ადრე შექმნილი კრიზისებისგან თავის დაღწევისთვის. წლის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეეცადეთ, არ გარისკოთ.

ტყუპები

დამდეგ წელს ენერგიულად დაიწყებთ და წლის პირველივე კვარტალში შეძლებთ არა მხოლოდ ადრე დამუხრუჭებული საკითხების ხელახალ გააქტიურებას, არამედ ახალი პროექტების დაწყებასაც. შეეცადეთ, ამ პერიოდში კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ. რაც მთავარია, გამოჰყავით პრიორიტეტული საკითხები და თქვენი დრო და ენერგია მათ დაუთმეთ. ასე უფრო იოლად წახვალთ წინ. ამ დროს ნუ იქნებით აჩქარებული და ნუ შეეცდებით ყველა საქმის ერთად კეთებას. გაზაფხულის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება საქმიანი ინფორმაციის თუ ცოდნის მიღება-გადაცემისთვის, შეთანხმებების მიღწევისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ასევე ქორწინებისთვის ან პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ეს დრო ასევე გამოიყენეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის და ასევე იმ ძველი პროექტების გადახედვისთვის, რომლებიც შესაძლოა წლის მეორე ნახევარში მიუბრუნდეთ. მაისის ბოლოდან დაიწყებთ ახალ, თორმეტწლიან ციკლს, აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რომ ძლიერი ფუნდამენტი შექმნათ. ზაფხულის დასაწყისიდანვე იგრძნობთ აღმაფრენას და მოიმატებს იღბლიანობაც. თუ ამის წინაპირობა იქნება, სამსახურში მოითხოვეთ ხელფასის მომატება ან დაწინაურება. არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა გაასაიდუმლოოთ და თქვენს მიზნებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. ზაფხული კარგი დროა საერთაშორისო კავშირების დამყარებისთვის ან გაძლიერებისთვის, მოგზაურობისთვის, საბუთებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. შემოდგომით მიიღებთ იმას, რასაც მაის-ივნისში დათესავთ. ამ ორ პერიოდს ერთმანეთთან კარმული კავშირიც კი აქვთ. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც მიმართეთ. წლის ბოლოს მოგიწევთ ტემპის მომატება, რათა წარმატებით დაასრულოთ ან დაასტაბილუროთ მაინც ის პროექტები, რომლებიც 2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყეთ ან განავითარეთ.

კირჩხიბი

2024 წელი მთლიანობაში საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდება და ამ წელს განვითარებული მოვლენები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ. წლის პირველი ნახევარი თქვენგან მოითხოვს საკუთარი წარსულის სწორად შეფასებას და შესაბამის ანალიზს. შეეცადეთ, ყველა ის ურთიერთობა თუ საკითხი, რომელიც მხოლოდ თქვენს რესურსებს ითხოვს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ, თუნდაც დროებით უკან გადასწიოთ. ეს უპირველესად გულისხმობს „ტოქსიკური“ ადამიანებისგან და არასაჭირო მოვალეობებისგან გათავისუფლებას. ასეთი მიდგომით უკვე გაზაფხულის მეორე ნახევარში გზას გაუხსნით საინტერესო პერსპექტივებს და ახალ ნაცნობობას. ამავე პერიოდში შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანები და ეს ურთიერთობები მეგობრობაშიც კი გადაიზარდოს. გააქტიურდება სამსახურებრივი ცვლილებებიც ან ახალ პროექტებში აღმოჩნდებით ჩართული. თუ დაგჭირდეთ, დაიხმარეთ არა მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ რჩევები კონსულტანტებისგანაც მიიღეთ. ზაფხულში თქვენს მეტ ყურადღებას შინაგანი პროცესები მოითხოვს. მოგიწევთ ფსიქოლოგიურად გაძლიერება და რაც მთავარია, ემოციების მართვის სწავლა. ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებით გაართვათ თავი როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებს. შემოდგომის პირველ ნახევარში მოიმატებს კარიერული წინსვლის და ფინანსური შემოსავლების ზრდის ალბათობა. ეს კარგი დროა ვალების გასტუმრებისთვის, ფინანსური დაბანდებისთვის, კომერციული გარიგებებისთვის და ახალი შენაძენებისთვის (მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის). მოგიწევთ სწავლა, ახალი ცოდნის შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება. შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი კარგი დროა მოგზაურობისთვის, ახალი გამოცდილების შეძენისთვის, ჯანმრთელობის გამყარებისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. წლის ბოლოს გადახედეთ თქვენს საქმიან კავშირებს, სამსახურებრივ ურთიერთობებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელებისაც ნუ შეგეშინდებათ. გაგრძელება