11 მეთოდი, თუ როგორ მოვიშოროთ ალკოჰოლის და ნაბახუსევის სუნი
როგორ მოვიშოროთ ალკოჰოლის სუნი
გაიხეხეთ კბილები
ამისთვის ოპტიმალურია პასტის გამოყენება პიტნის არომატით. ამ გზით თქვენ შეძლებთ სუნის მოცილებას იმ ადგილებიდან, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს: ენის უკანა მხრიდან ან სასიდან.
საფუძვლიანად ჩამოიბანეთ პირი და ყელი
ამის გაკეთება ყველაზე ეფექტურია ორ ეტაპად: ჯერ წყლით, შემდეგ პირის ღრუსა და ღრძილების ჰიგიენური ხსნარით გამორეცხვით.
დალიეთ ყავა
ყავა შეიცავს ბევრ არომატულ ზეთს, რომელიც მეტად ფარავს ალკოჰოლის სუნს. ალკოჰოლის სუნის საწინააღმდეგო ეფექტის მაქსიმალურად გასაზრდელად მოამზადეთ იგი შაქრისა და რძის გარეშე და სითხე ცოტა ხანს პირში დაიგუბეთ გადაყლაპვამდე. მაგრამ გახსოვდეთ: ყავა არ დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში!
გამოიყენეთ საღეჭი რეზინი
საღეჭი რეზინის არომატმა შეიძლება ნაწილობრივ გადაფაროს ალკოჰოლის არომატი.
დაღეჭეთ ბუნებრივი არომატები
სამზარეულოში შენახული მწვანილი და სანელებლები შეიცავს სოლიდური რაოდენობით არომატულ ზეთებს, რომლებიც უმკლავდებიან უსიამოვნო სუნს. ამ მხრივ ყველაზე ეფექტურია ოხრახუში, პიტნა და მუსკატის კაკალი. მოხალული მზესუმზირის გულიც საკმაოდ კარგია. ასევე, თუ ძალიან გეზარებათ ყავის მოდუღება, შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ ყავის მარცვლები.
როგორ მოვიშოროთ ნაბახუსევის უსიამოვნო სუნი
დალიეთ მეტი სითხე
უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, ჩაის და კომპოტს. თუ ჯერ კიდევ მთვრალი ხართ, უმჯობესია უარი თქვათ ყავაზე. მასში შემავალი კოფეინი მხოლოდ გაღვიძებთ და შთაგაგონებთ სხვა სასმელის დალევისკენ.
ტოპ 5 პროდუქტი, რომელიც პირის ღრუში უსიამოვნო სუნის პრობლემას მოგიგვარებთ
მიიღეთ თბილი შხაპი
ლოგიკა ძალიან მარტივია - ამ გზით თქვენ მოიშორებთ უსიამოვნო სუნს. გამოიყენეთ საპონი ან შხაპის გელი სასიამოვნო, მკვეთრი სუნით.
მიირთვით საუზმე
მაგალითად, ათქვეფილი კვერცხი ან მჭლე სტეიკი. ეს კერძები მდიდარია ცილებით, რაც ღვიძლს ეხმარება სწრაფად გადაამუშაოს დარჩენილი ეთილის სპირტი.
დაამატეთ წიწაკა
ცხელი სანელებლები, როგორიცაა ჩილის წიწაკა ან მდოგვი, თქვენი მეტაბოლიზმის დაჩქარების ერთ-ერთი გზაა. რა თქმა უნდა, ეფექტი იქნება დროებითი, მაგრამ ეს ასევე დაეხმარება ორგანიზმს სწრაფად მოხსნას წვეულების უსიამოვნო ზემოქმედება.
გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები
ივარჯიშეთ მსუბუქად ან წადით სასეირნოდ. ან სულ მცირე, უბრალოდ გაანიავეთ ოთახი, რომ ღრმად ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ყველა ეს ქმედება დაეხმარება თქვენს სხეულს მოდუნებაში და უფრო სწრაფად გაუმკლავდებით ამოცანას.