18 პოზიტიური აფრიმაცია სტრესისა და გადაწვის დროს
"დელეგირება" არ ნიშნავს "ჩავარდნას" - დახმარების თხოვნაში ცუდი არაფერია.
ჩემი საქმეების სია არ განსაზღვრავს ჩემს პირად ღირებულებას.
ეს ჩემი საქმეა და კარგად ვაკეთებ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რასაც წარმოვადგენ.
მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ არ შემიძლია ყველაფრის ერთდროულად გაკეთება.
ჯანმრთელობა ჩემი მთავარი პრიორიტეტია.
თუ ერთი საათით გავეთიშები სამსახურს და დავისვენებ, მოგვიანებით შევძლებ მეტი გავაკეთო.
დასვენება იგივე დავალებაა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ იყო პროდუქტიული.
შრომისმოყვარეობა კარგია, მაგრამ იმ დონემდე მუშაობა, რომ ჩემი შრომა აღარ იყოს ეფექტური, - არა!
არაფერი ცუდი არაა იმაში, რომ შეისვენო და გაჩერდე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დამარცხდი!
ეს არ არის სამყაროს აღსასრული. ხვალ თავიდან დავიწყებ!
სამუშაო ყოველთვის მოიმატებს. ყველაფერს ერთდროულად ვერ დაასრულებ.
დღეს - ეს მხოლოდ დღესაა! ყველა დღე ასეთი არ იქნება.
დღეს არაფერი გამომივა, მაგრამ ეს არაფერია! ხვალ ახალი დღე იქნება.
მარტო არ ვარ! მე მყავს ის, ვისაც შემიძლია დახმარებისთვის მივმართო.
მე არ შემიძლია ვაიძულო სხვა ადამიანები, გაიზიარონ ჩემი მოლოდინები.
ჩემს ხელმძღვანელს არ შეუძლია აზრების კითხვა. მაგრამ შემიძლია მივმართო მას მხარდაჭერისთვის.
ვმუშაობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და არ ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო.
ეს მხოლოდ სამსახურია!