8 მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი 2024 წელს - rogor.ge

8 მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი 2024 წელს

არ "ირბინოთ" მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა "დარბის". გარკვეული მიზნები დაწესებულია საზოგადოების მიერ და მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ თქვენი ჭეშმარიტი სურვილების გარჩევა.

როგორ გაატაროთ საახალწლო საღამო, თუ მარტო ხართ - 6 რჩევა

შავ სიას დაამატეთ ფრაზა „ირგვლივ ყველა ჩემზე უკეთესია“. და საერთოდ, უარი თქვით საკუთარი თავის ვინმესთან შედარებაზე. თქვენ საუკეთესო ხართ.

მოექეცით საკუთარ თავს ისე, როგორც მეგობარს. ნუ გაკიცხავთ არასრულყოფილების, წარმატების ნაკლებობის გამო - ვინ იცის, იქნებ ყველაფერი წინაა. ნეგატიური მოტივაცია იშვიათად ეხმარება ვინმეს, რატომ ეპყრობით ცუდად საკუთარ თავს?

შეინახეთ მიღწევების დღიური. ჩაწერეთ მასში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ უმნიშვნელო გამარჯვებებიც. ასეთი სია დიდი სტიმული იქნება იმ დროს, როცა ისევ გეჩვენებათ, რომ ვერაფერს მიაღწიეთ.

უფრო ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი. უთხარით საკუთარ თავს: "მე კარგად ვაკეთებ", "უკვე კარგად ვუმკლავდები". მაშინაც კი, თუ რაღაც იდეალურად არ მიდის, ეს არ უნდა გახდეს საკუთარი თავის მკაცრი გაკრიტიკების მიზეზი.

როგორ შევცვალოთ ცუდი კარმა

აღიარეთ, რომ გლობალურად ეს ყველაფერი ამაოა. სამყაროში ჩვენ უმნიშვნელო "ნაწილაკები" ვართ. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა.

ნუ იქნებით რობოტი. ნება მიეცით საკუთარ თავს იხუმროთ, ისიამოვნოთ. შეგიძლიათ ორი საათის განმავლობაში ქუჩაში მტრედებს უყუროთ. შეგიძლიათ სადღესასწაულო სვიტერი ჩაიცვათ სახლში. ვინ გაფერხებთ? ცხოვრებაში ყველა ქმედება არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე მიზანს, მთავარია ისიამოვნოთ.

ნუ უგულებელყოფთ თქვენს სურვილებს. დაისვენეთ, როცა დაღლილი ხართ. უარი თქვით შეხვედრაზე, როცა მარტო ყოფნა გსურთ. თქვენთვის უპირველესი თქვენი სურვილები უნდა იყოს.

როგორ ისწავლოთ ემოციების მართვა