როგორ არ დარჩეთ მარტო: 4 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს - rogor.ge

როგორ არ დარჩეთ მარტო: 4 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს

„ვალდებული ხარ, რომ ასე მოიქცე". ქალების უმეტესობას, რა თქმა უნდა, სიამოვნებს, როცა მამაკაცები ზრუნავენ მათზე, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ითვლება, რომ მამაკაცები არ არიან ვალდებულები რაიმე აკეთონ თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ვალდებულების გამო. როგორც კი მამაკაცი ასეთ ფრაზას გაიგონებს, მისი სურვილი, რომ რაღაც მაინც გააკეთოს იმ ქალისთვის, ვისთანაც ურთიერთობაშია, უბრალოდ ქრება.

როგორ იქცევა მამაკაცი სოციალურ ქსელებში, თუ ურთიერთობაში უკმაყოფილოა: 9 ნიშანი

„მაგრამ სხვა კაცები...“ ეს „პოზიტიური მაგალითის“ მეთოდი არასდროს მუშაობს, რადგან არც ერთ მამაკაცს არ უყვარს სხვებთან შედარება. თუ გსურთ, რომ მამაკაცი გააღიზიანოთ, თქვით ეს უფრო ხშირად. ხოლო, თუ თქვენი მიზანი პარტნიორის მოტივაციაა, მოძებნეთ გავლენის სხვა მეთოდები.

როგორია 10 შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ თქვენი მამაკაცი საიდუმლო ცხოვრებით ცხოვრობს

"დრო არ გაქვს..." თუ ამას ამბობთ, არ აქვს მნიშვნელობა რაზე საუბრობთ. ადამიანებს, მათ შორის მამაკაცებს, არ მოსწონთ ასეთი განზოგადება. იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოთ ფრაზები, როგორიცაა "შენ არასდროს მომისმენ", "შენ არასდროს მეხმარები" და ა.შ, სჯობს ტაქტიანად და ნაზად ისაუბროთ თქვენს უკმაყოფილებასა და სურვილებზე. მაგალითად: „მოხარული ვიქნები, თუ მომისმენ“, ან „მინდა დამეხმარო ამაში“.

როგორ აიძულო მამაკაცი, შენზე იფიქროს: 4 მარტივი მეთოდი

"გიკრძალავ.." ეს ფრაზა ყველას სძულს ბავშვობიდან. მამაკაცი, რომელთანაც დიდი ხანია ურთერთობა გაქვთ, ბავშვი აღარ არის, ამიტომ არ გაქვთ უფლება რაიმე აუკრძალოთ. თუ ასეთ გამოთქმას გამუდმებით იყენებთ, თქვენ აუცილებლად დაკარგავთ მას.