როგორ ისარგებლოთ თერმოდაცვით თმის გაშრობისას
აირჩიეთ პროდუქტის ტიპი
- სპრეი. პროდუქტს აქვს მსუბუქი ტექსტურა, არ ამძიმებს თმას და მარტივი გამოსაყენებელია. შეგიძლიათ აარჩიოთ სპრეი თქვენი თმის ტიპის მიხედვით;
 - ზეთი. ეს ვარიანტი არა მხოლოდ იცავს, არამედ კვებავს თმას, ასევე ანიჭებს მას ბზინვარებას და სიგლუვეს, თუმცა უფრო მძიმე სტრუქტურა აქვს, ვიდრე სპრეის;
 - კრემი. არბილებს დაზიანებულ თმას და აღადგენს სტრუქტურას;
 - ლოსიონი. კრემის მსგავსად არბილებს თმას, მაგრამ აქვს მსუბუქი ტექსტურა. გამოდგება მშრალი და დაზიანებული თმისთვის;
 - სითხეები და შრატები. მათ აქვთ თხევადი ტექსტურა. კარგად მოქმედებენ ცხიმიანობისკენ მიდრეკილ თმაზე;
 - მუსი. ის აერთიანებს ორ პროდუქტს ერთში - თერმული დაცვა და თმის ფორმის შენარჩუნება. როგორც წესი, მუსი შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის.
 
როგორ დავიკლოთ ასაკი თმის ფერის შეცვლით - 5 ფერი, რომელიც უფრო ახალგაზრდულად წარმოგაჩენთ
როგორ გამოიყენოთ თერმოდამცავი პროდუქტები
- დაბანილი თმა პირსახოცით გაიმშრალეთ, სანამ არ გახდება ნახევრად მშრალი;
 - შეიზილეთ თერმოდამცავი პროდუქტები, თუმცა არ წაისვათ თმის ძირებში, რადგან შეიძლება გააცხიმიანოს სკალპი;
 - ნაზად დაივარცხნეთ თმა ფართოკბილიანი სავარცხლით, რათა თანაბრად გაანაწილოთ თერმოდამცავი მთელ თმაზე. დაელოდეთ 2-3 წუთი;
 - საჭიროების შემთხვევაში გაიმშრალეთ თმა ფენით.
 
როგორ გაიკეთონ მოდური ვარცხნილობა ხვეულთმიანებმა: ყველაზე ეფექტური ვარიანტები