როგორი ფერის პომადა ჯობს წაისვათ 40 წლის შემდეგ და რომელი ფერები ჩაანაცვლოთ - rogor.ge

როგორი ფერის პომადა ჯობს წაისვათ 40 წლის შემდეგ და რომელი ფერები ჩაანაცვლოთ

სტაფილოსფერი

40 წლის შემდეგ ასეთი პომადის ფერი სახეს არაჯანსაღ იერს ანიჭებს, გამოკვეთს ნაოჭებს თვალების ირგვლივ და ვიზუალურად "აყვითლებს" კბილებს.

რითი შევცვალოთ: ატმისფერი იდეალურია, ხოლო შავგვრემნებს და წითურებს შეუძლიათ ღია მარჯნისფერი აირჩიონ. გაითვალისწინეთ, რომ 40 წლის შემდეგ ატმისა და მარჯნისფერი პომადა უნდა იყოს გლუვი და არა პრიალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკავთ ძალიან თინეიჯერულად გამოიყურებოდეთ.

მუქი ყავისფერი

40 წლის შემდეგ სახის კანი ნელ-ნელა ფერმკრთალი ხდება. მუქი ყავისფერი პომადა მხოლოდ გააძლიერებს ამ ეფექტს. ის თქვენს ტუჩებს უფრო ათხელებს, ვიდრე სინამდვილეშია.

რა შევცვალოთ: თუ არ გსურთ უარი თქვათ მუქ ჩრდილებზე, აირჩიეთ რუხი ყავისფერი. ეს ფერი ბეჟსა და ნაცრისფერს შორისაა, მაგრამ მოიცავს მეწამულ-ვარდისფერსაც. შეუხამეთ ფერები თქვენს ტანსაცმელსაც. მაგალითად, ჩაიცვით კრემისფერი და რძისფერი სამოსი.

რატომ გვისკდება ტუჩები და როგორ მოვიშოროთ ეს პრობლემა: სასარგებლო Beauty-რჩევები

მარგალიტისფერ-ვარდისფერი

მოციმციმე ბზინვარება არ გამოიყურება ლამაზად 50 წლის შემდეგ.

რა შევცვალოთ: შეარჩიეთ ვარდისფერი ნახევრად გლუვი ტექსტურით. ეს ფერი ყველა ქალს უხდება. პომადის წასმამდე არ დაგავიწყდეთ ტუჩებზე პრაიმერის წასმა. ეს ხელს შეუწყობს მათ დატენიანებას და ნებისმიერი არათანაბარი უბნების შევსებას.

"ნუდი" ფერები

40 წლის შემდეგ "ნუდი" ფერები ტუჩებს თხელს და არამიმზიდველს ხდის.

რა შევცვალოთ: ყოველდღე შეგიძლიათ აირჩიოთ ვარდისფერი ჩრდილები ან ყავისფერ-კრემისფერი პომადა. შეგიძლიათ აირჩიოთ მშვიდი და ნეიტრალური ტონები - როგორც მქრქალი, ასევე პრიალა. ოქროს შუალედად ითვლება ნახევრად გლუვი, რომელიც დამატებით ატენიანებს ტუჩებს.

ელეგანტურობის 7 ოქროს წესი: როგორ გახდეთ რეალურად მომხიბვლელი