როგორი შეცდომა არ უნდა დაუშვათ გასაუბრებაზე, ყველაფერი რომ არ გააფუჭოთ
რა უნდა იცოდეთ
ყველაფერი იწყება ერთი შეხედვით მარტივი კითხვით, რომელსაც აუცილებლად დაგისვამენ: „რატომ დატოვეთ თქვენი ბოლო სამსახური? ამ დროს თქვენ ალბათ გსურთ სიმართლე თქვათ - შესაძლოა თქვენი ბოსი ტირანია და თქვენი შრომა უბრალოდ არ იყო დაფასებული. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თქვენი წარსული დამსაქმებლის შესახებ უარყოფითად საუბარი არ მოგიტანთ კარგ შედეგებს. ნეგატიურმა საუბარმა შეიძლება მხოლოდ შეაშინოს დამსაქმებელი გასაუბრების დროს. ასევე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ტყუილი არასდროსაა მოგებიანი. იყავით გულწრფელი ინტერვიუს დროს და ნუ ეცდებით ზედმეტად თავის მოწონებას ან ეჭვის გაღვივებას.
როგორ მოიქცეთ გასაუბრების დროს
- არ დაიგვიანოთ. თუ დრო არ გაქვთ, გააფრთხილეთ ამის შესახებ;
- იყავით გულწრფელი. თუ ვერ უპასუხებთ რაიმე კითხვას, უბრალოდ თქვით რომ გიჭირთ პასუხი. იყავით მეგობრული და თავაზიანი. შეეცადეთ იყოთ სასიამოვნო მოსაუბრე;
- მშვიდად და გარკვევით უპასუხეთ კითხვებს, ბავშვობის მოგონებების გარეშე;
- აირჩიეთ სწორი კომუნიკაციის სტილი;
- არ ინერვიულოთ. დალიეთ ჭიქა წყალი და ღრმად ჩაისუნთქეთ. ძნელია კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, როცა ნერვიულობთ;
- დასვით კითხვები. ეს გამოავლენს თქვენს ინტერესს და ინიციატივას. თქვენ ასევე შეიტყობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებაზე;
- უკუკავშირი გეხმარებათ იმუშაოთ შეცდომებზე და გააუმჯობესოთ თქვენი უნარები.
როგორ მოძებნოთ და შეარჩიოთ ძიძა, რა კითხვები უნდა დაუსვათ მას გასაუბრებაზე