როგორ შეარჩიოთ "ლუქი" საახალწლო კორპორაციული წვეულებისთვის - 5 იდეა ქალებისთვის - rogor.ge

როგორ შეარჩიოთ "ლუქი" საახალწლო კორპორაციული წვეულებისთვის - 5 იდეა ქალებისთვის

ბარბიკორი

ბარბიკორმა პოპულარობა მოიპოვა ფილმ "ბარბის" პირველი თრეილერის გამოქვეყნებით და კულმინაციას მიაღწია წელს, როდესაც თავად ფილმი გამოჩნდა ეკრანებზე. უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტენდენცია. თუმცა საახალწლო წვეულებაზე შეგიძლიათ მთლიანად ვარდისფერ სამოსში გამოეწყოთ.

11-1702453238.jpg

როგორ შექმნათ ზამთრის ფენებიანი "კაპსულის" გარდერობი: 4 გამოსადეგი რჩევა სტილისტისგან

Balletcore-ი

Balletcore-ი არის სტილი, რომელიც შთაგონებულია მოცეკვავე ქალების მიერ. შესაფერისია კორსეტები, მოკლე ან გრძელი ატლასის კაბები, მაღალყელიანი ჩექმები.

22-1702453248.jpg

6 საბაზისო ნივთი, რომელიც ნებისმიერ "ლუქს" უხდება

ბრწყინვალე სამოსი

ბრწყინვალე, კაშკასა სამოსი სადღესასწაულო წვეულებაზე უფრო შესაფერისია, ვიდრე ოდესმე. თუ შეგიძლიათ სადღესასწაულო ღონისძიებისთვის შერჩეული ტანსაცმელი ჩაიცვათ მთელი წლის განმავლობაში, მაშინ აირჩიეთ არა კაბა, არამედ ქვედაკაბა ან ზედა. მათი შერწყმა შესაძლებელია ყოველდღიურ ტანსაცმელთან. თუ უჩვეულო სტილი მოგწონთ, ყურადღება მიაქციეთ შარვალს ან შორტებს სეკინებით.

33-1702453268.jpg

როგორ გავალამაზოთ ტანსაცმელი მარტივი მეთოდის გამოყენებით (ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ)

გამჭვირვალე სამოსი

გამჭვირვალე ქსოვილები 2023 წლის ერთ-ერთი მოდის ტენდენციაა და კარგი ვარიანტია სადღესასწაულო ღონისძიებისთვის, რადგან საკმაოდ ელეგანტურია. ბლუზის ქვეშ შეგიძლიათ ჩაიცვათ ლამაზი ზედა ან კორსეტი, კაბის ქვეშ - სხვა კონტრასტული ფერის კაბა, ან თუნდაც ტოპი შარვალთან ერთად.

4-1702453277.jpg

Officecore-ი

თუ სამსახურის შემდეგ ხშირად გიწევთ კორპორაციულ ღონისძიებაზე წასვლა, შესანიშნავი ვარიანტი იქნება სმოკინგი ან კაბა პალტოსთან ერთად. სადღესასწაულო აქსესუარებით მიმზიდველი და ელეგანტურია.

55-1702453286.jpg