როგორ გახადო ოჯახური ცხოვრება მყარი და ბედნიერი - rogor.ge

როგორ გახადო ოჯახური ცხოვრება მყარი და ბედნიერი

კომპრომისი

შესაძლოა ურთიერთობაში ჯიუტები იყოთ და არ თმობდეთ არაფერს. ორმხრივ ურთიერთობაში ასეთი ეგოისტობა კარგს არაფერს მოგიტანთ. ისწავლეთ პარტნიორთან მოლაპარაკება, კომპრომისებზე წასვლა და ნებისმიერი სიტუაციიდან მოძებნეთ მოგებიანი გამოსავალი.

როგორ გაიგოთ გღალატობთ თუ არა ქმარი

მოუსმინეთ ერთმანეთს

ყველა ადამიანს სურს მოუსმინონ. მაგრამ იცით, როგორ მოუსმინოთ საკუთარ თავს? ურთიერთობაში ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, სამაგიეროდ უნდა მოუსმინოთ სხვას. თუ ამას ისწავლით, თქვენი კავშირი გაძლიერდება.

არავითარი ტყუილი, იყავით გულწრფელი

საიდუმლო ყოველთვის ნათელი ხდება. ამიტომ ნუ ეცდებით მოტყუებას, სერიოზული საუბრებისგან თავის არიდებას. თუ რამე ცუდი უკვე მოხდა, მაშინ სჯობს აღიაროთ, ნუ ეცდებით ფაქტების დამალვას.

შენი პარტნიორი შენთვის საიდუმლოა

ნუ დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ 100%-ით იცნობთ ადამიანს, განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში. ყოველდღე გაიცანით თქვენი პარტნიორი. შეეცადეთ გაიგოთ მეტი თქვენი პარტნიორის ინტერესებზე, პრეფერენციებზე და ა.შ. რათა მომავალში გაგიადვილდეთ დროის ერთად გატარება.

ნუ დამალავთ ემოციებს

ნუ წარმოაჩენთ თავს მუდამ ბედნიერად, ყოველთვის ერთსა და იმავე ემოციურ მდგომარეობაში. თქვენ, პირველ რიგში, ცოცხალი ადამიანი ხართ: გაქვთ საკუთარი ემოციები, გრძნობები, გამოცდილება. ნუ ეცდებით ამის დამალვას თქვენი პარტნიორისგან.

როგორ იქცევიან 40 წელს გადაცილებული ქალები - 7 თვისება, რომელსაც მამაკაცი ვერ იტანს

არ დააწესოთ შეზღუდვები

არც ერთ ჩვენგანს არ მოსწონს, როცა რაღაცას გვიკრძალავენ. "შენ არ შეგიძლია..." უკვე საკმაოდ უხეშად და უსიამოვნოდ ჟღერს, განსაკუთრებით თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან. ნუ შეზღუდავთ ერთმანეთის თავისუფლებას და ულტიმატუმს ნუ წამოაყენებთ.

ყურადღება

რა თქმა უნდა, არ უნდა გაატაროთ დრო ადამიანთან 24/7-ზე, მაგრამ ურთიერთობაში ყურადღება მნიშვნელოვანია. "გამარჯობა, როგორ ხარ?" და მოკლე საუბარი გასულ დღეს უკვე ყურადღების ნიშანია.

ნუ იტანჯავთ საკუთარ თავს ეჭვიანობით

ეჭვიანობა დამღუპველი ემოციაა, მაგრამ რაღაც დოზით აუცილებელიცაა ურთიერთობაში. მუდმივად ნუ დაურეკავთ და შეამოწმებთ, სად არის თქვენი პარტნიორი.

ნდობა

შეეცადეთ ენდოთ თქვენს პარტნიორს, ნდობაზეა აგებული ძლიერი ურთიერთობები. ნდობა ასევე დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ეჭვიანობას.

გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობები

არავის უყვარს ერთფეროვანი და მომაბეზრებელი ურთიერთობები. თუ არ ცდილობთ სიახლეების შემოტანას, ალბათ მოგბეზრდებათ ერთმანეთი.

ტოპ 3 მიზეზი, რის გამოც მუდმივად იზიდავთ არასწორ მამაკაცებს - როგორ მოიქცეთ