სალათა ვაშლატამათი და პროშუტოთი - rogor.ge

სალათა ვაშლატამათი და პროშუტოთი

გააცხელეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე. ქლიავს წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, შემდეგ დაჭერით ნაწილებად და დადეთ გრილზე 1-2 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს, სანამ ხაზები არ დაეტყობა შავად.

დრესინგისთვის, დააბლენდერეთ ბაზილიკი უხეშ პასტამდე, ან ძალიან წვრილად დაჭერით და გადაიტანეთ თასში. შეურიეთ თაფლი, მდოგვი, ლიმონის წვენი და ბევრი შავი პილპილი, შემდეგ დაუმატეთ ზეთი.

სალათის ფურცლები ამოურიეთ ნახევარ დრესინგთან ერთად, შემდეგ გადაიღეთ ლანგარზე. შეურიეთ თხლად დაჭრილი პროშუტო და ზემოდან მოაყარეთ შემწვარი ქლიავის ნაჭრები. მოაყარეთ მზესუმზირის გული და მორთეთ ბაზილიკის ფოთლებით. მოასხით დარჩენილი დრესინგი.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი საახალწლო დრაკონის სალათა: ელეგანტური კერძი 15 წუთში

როგორ მოვამზადოთ მსუბუქი სეზონური სალათა ბროწეულითა და ხურმით