გაქვთ თუ არა ნაძვის ხის ალერგია - rogor.ge

როგორ ამოიცნოთ ნაძვის ხის ალერგია

ხელოვნური ნაძვის ხე

ხელოვნური ნაძვის ხე დამზადებულია პოლიმერული მასალისგან, რომელიც ორგანული ქიმიური სინთეზის პროდუქტია. კარგია, თუ ეს პოლიმერი მაღალი ხარისხისაა და მდგრადია მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე. თუმცა ასეთი ნაძვის ხის ღირებულება საკმაოდ მაღალია. ძვირადღირებული ნაძვის ხის ტოტები სითბოში რადიატორთან არ გამოყოფს ფენოლს და ფორმალდეჰიდს - პოლიმერების განადგურების ყველაზე საშიშ პროდუქტებს.

6 მეთოდი, თქვენი ნაძვის ხე უფრო მდიდრული გახადოთ

ბუნებრივი ნაძვის ხე

წიწვოვანი ხეების ფიტონციდები ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლოა, ისინი ასუფთავებენ ჰაერს, კარგ გავლენას ახდენენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ცხვირისა და ფარინქსის ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე. ექიმების თქმით, უმეტესი ჩვენგანისთვის საახალწლო ნაძვის ხე არა მხოლოდ სადღესასწაულო ატრიბუტია, არამედ ჯანმრთელობის წყაროც.

როგორ მორთოთ ნაძვის ხის ფეხი საკუთარი ხელით

როგორ ამოიცნოთ ნაძვის ხის ალერგია

ყველაზე ხშირად ალერგიით დაავადებულები რეაგირებენ ცოცხალ ფიჭვზე. თუ ალერგიული ხართ ამ ხის არომატზე, ალერგიული რეაქცია მაშინვე გექნებათ. არის შემთხვევები, როდესაც სიმპტომები შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოვლინდეს. ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგნაირი: კანზე გაჩნდეს გამონაყარი, ადამიანი იწყებს ცემინებას და ხველას, "ცხვირში" ლაპარაკობს, თვალები უცრემლიანდება, ან შეიძლება ჰქონდეს სუნთქვის პრობლემები. ამ შემთხვევაში სჯობს ნაძვის ხე თქვენგან შორს დადგათ, ან მიიღოთ ანტიჰისტამინური საშუალებები.

როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე, რომ სიმდიდრე მოიზიდოთ