როგორ მოამზადოთ ქათმის „ესკიმო“ ბეკონში - ორიგინალური რეცეპტი საახალწლოდ - rogor.ge

როგორ მოამზადოთ ქათმის „ესკიმო“ ბეკონში - ორიგინალური რეცეპტი საახალწლოდ

ქათმის ფილეს მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი და დაჭერით დიდ კუბებად.

გაფცქვნილი ხახვის ნახევარი დაჭერით და ხორცთან ერთად დააბლენდერეთ.

ხახვთან ერთად გატარებულ ფილეს დაუმატეთ ძმარი, რომელიც შთანთქავს ზედმეტ ტენს, დაუმატეთ კვერცხი და მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ფარში კარგად აურიეთ ხელით და გააჩერეთ ნახევარი საათი.

შემდეგ აიღეთ შამფურები და ლულა ქაბაბივით ააცვით გატარებული ფარში, გარედან შემოახვიეთ ბეკონის თხელი ნაჭრები.

შედგით საყინულეში ნახევარი საათით, რათა ქათმის ფარშმა უკეთესად შეინარჩუნოს ფორმა.

საცხობ ფირფიტაზე ცხიმწასმულ ფოლგაზე გადაიტანეთ ფილე და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში ზედა გრილის ქვეშ, 200°C ტემპერატურაზე.

როგორ მოვამზადოთ მსუბუქი სეზონური სალათა ბროწეულითა და ხურმით