" თუ მეგობრობა დასრულდა, ესე იგი ის არც ყოფილა" - მარკ ტვენის 10 გენიალური ციტატა ცხოვრებაზე
ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა ჭამო ის, რაც არ გინდა, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გიყვარს.
საკუთარი თავის შეჯანჯღარების საუკეთესო გზა არის - შეაჯანჯღარო სხვა!
კაცობრიობას აქვს ერთი მართლაც ძლიერი იარაღი და ეს არის - სიცილი.
არასოდეს უთხრა სიმართლე მათ, ვინც ამას არ იმსახურებენ.
როდესაც გვახსენდება, რომ ყველანი გიჟები ვართ, საიდუმლოებები ქრება და ცხოვრება უფრო გასაგები ხდება.
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის 2 დღე: დღე, როდესაც ის დაიბადა და დღე, როდესაც მიხვდა, რისთვის.
თუ მეგობრობა დასრულდა, ესე იგი ის არც ყოფილა.
სიმართლე უნდა მიაწოდო ისე, როგორც აწვდიან პალტოს, და არა სველი პირსახოცივით, სახეში.
სიკვდილის წინ მხოლოდ 2 რამეს ვინანებთ: რომ ცოტა გვიყვარდა და არასაკმარისად ვმოგზაურობდით.
ყოველ დღე მიეცით თავს საშუალება, რომ გახდეს ყველაზე მშვენიერი დღე თქვენს ცხოვრებაში.