როგორ გავზარდოთ ფეხსაცმლის ზომა
ფეხსაცმლის გაწელვა შესაძლებელია ფეხსაცმლის სახელოსნოში. ხელოსნებს აქვთ სპეციალური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც მარტივად შეუძლიათ ფეხსაცმლის თქვენთვის სასურველ ზომამდე გაზრდა. მაგრამ ფეხსაცმლის გაწელვა ასევე შეგიძლიათ სახლის პირობებში, რისთვისაც არსებობს არაერთი მეთოდი.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფეხსაცმლის გაწელვის ხალხური მეთოდია სპირტით დამუშავება. ყველაზე მარტივია ფეხსაცმლის სუნამოთი (სპირტით, არაყით) შიგნიდან დასველება და მისი წინდიან ფეხზე ჩაცმა. ასეთივე მეთოდით დაამუშავეთ ფეხსაცმლის ზედა ნაწილი და რამდენიმე საათი სახლში იარეთ. შესაძლებელია სპირტის დასხმა დაგჭირდეთ უბრალოდ იმ ადგილებზე, სადაც გრძნობთ მოჭერას. შეგიძლიათ ფეხსაცმელი დაამუშავოთ საკუთარი სპირტის ხსნარით. ამისათვის საჭიროა სპრეის ან პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხათ სპირტისა და წყლის ნაზავი პროპორციით 1:1. ამ სპრეით საჭიროა ფეხსაცმლის შიგნიდან დამუშავება, შემდეგ მისი ჩაცმა და გაშრობამდე ტარება.
ფეხსაცმელი, რომელიც დიდი ხანია არ გიტარებიათ, შეგიძლიათ შეარბილოთ მცენარეული ზეთის ან ვაზელინის საშუალებით. დაამუშავეთ ფეხსაცმელი ისე, როგორც ეს მითითებულია წინა საფეხურში და იარეთ რამდენიმე ხნის განმავლობაში. რამდენიმე საათის შემდეგ საჭიროა ფეხსაცმლის გაწმენდა. ეს მეთოდი მოქმედებს არა მარტო ნატურალური ტყავისგან შეკერილ ფეხსაცმელზე, არამედ ტყავის შემცვლელზეც.
ფეხსაცმლის გაწელვა ასევე შესაძლებელია ცხელი წყლის საშუალებით, ტყავის ფეხსაცმელი რბილდება, ფართოვდება და იღებს სასურველ ფორმას. თუმცა, ეს მეთოდი გამოსადეგია მხოლოდ ტყავის ფეხსაცმლისათვის, იმიტომ, რომ მხოლოდ ტყავს შეუძლია აიტანოს ცხელი წყლის აგრესიული ზემოქმედება. ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება ტყავის შემცვლელით დამზადებულ ფეხსაცმელებზე, მაგრამ არის საფრთხე, რომ ის დაკარგავს თავდაპირველ სახეს. როგორ ხდება ცხელი წყლით გაწელვა? უბრალოდ ასხამთ ცხელ წყალს ფეხსაცმელში, შემდეგ გადააქცევთ და ფეხსაცმელს იცვამთ სქელ წინდაზე, ბოლომდე გაშრობამდე.