როგორი კვირა გელით: 4-10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

როგორი კვირა გელით: 4-10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

კარიერა და ფინანსები: ვერძებისთვის კარგი პერიოდია დიდი ხნის სურვილების შესასრულებლად. შრომისმოყვარეობით შეძლებთ თითქმის ყველაფრის მიღწევას. თქვენ წინ წახვალთ სწრაფი ტემპით. შესაძლოა მეტი შრომა მოგიწიოთ იმ ფინანსური სტაბილურობისთვის, რომლისკენაც ისწრაფვით. თქვენ მიიღებთ კარგ ანაზღაურებას თქვენი წარსული ინვესტიციებიდან.

ჯანმრთელობა: ეს პერიოდი ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობას გპირდებათ. თქვენ იქნებით მოდუნებული და, ამასთანავე, ენერგიით სავსე.

ურთიერთობები: პარტნიორის მხრიდან დომინირების მცდელობა ურთიერთობაში დისბალანსს შემოიტანს.ჰარმონიისა და სიმშვიდისთვის საჭიროა ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა. დაიცავით ჯანსაღი დისტანცია ოჯახის წევრებთან.

კურო

კარიერა და ფინანსები: მიუხედავად პროფესიული მიღწევებისა და წარმატებისა, შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული და ვერ მიაღწიეთ კარიერულ მიზნებს. სანამ შეცვლით სამუშაოს პერსპექტივებს, კარგად დაფიქრდით. ფინანსური მდგომარეოვა კარგი იქნება, მაგრამ ამ თვეში ხარჯების გათვალისწინება მოგიწევთ.

ჯანმრთელობა: იგრძნობთ აქტიურობას და ენერგიით სავსე იქნებით. არ გელით არანაირი პრობლემა და ფიზიკური ტკვილი.

ურთიერთობები: თქვენ უნდა გამოსწორდეთ და გაახალისოთ თქვენი ურთიერთობა. აანთეთ ნაპერწკალი ამ კვირაში თქვენი ურთიერთობისთვის, გამოიჩინეთ ინიციატივა და იყავიტ უფრო აქტიური.

ტყუპები

კარიერა და ფინანსები: ამ კვირაში დანაკარგები გელით, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, მოერიდოთ ქაოსს. გაითვალისწინეთ, რომ არ აიღოთ იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე თქვენი შესაძლებლობებია. იყავით მეტად ორგანიზებული და დასახეთ უფრო გრძელვადიანი გეგმები.

ჯანმრთელობა: ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემები იჩენს თავს, მოსალოდნელია, რომ ოპერაცია ან სხვა სამედიცინო დახმარების მირება დაგჭირდეთ. იყავით მშვიდად და მოერიდეთ ნერვიულობას.

ურთიერთობები: დისბალანსი და დისკომფორტი შესაძლოა უფრო თვალსაჩინო გახდეს. ეცადეთ, უფრო მეტად გაითვალისწინოთ პარტნიორის აზრი, ერთად მიიღეთ გადაწყვეტილებები. გამოიჩინეთ პატივისცემა და სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ.

კიბო

კარიერა და ფინანსები: შეიძლება ბევრი რამ გქონდეთ, რაც თქვენს ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ თქვენ უნდა გაამარტივოთ და პრიორიტეტულად დაალაგოთ თქვენი განრიგი. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო. იყავით გონივრული, ორგანიზებული და ორიენტირებული, რითაც შეინარჩუნებთ კარგ ფინანსურ მდგომარეობას.

ჯანმრთელობა: რჩევაა, დაკავდეთ პოზიტიური, ნაკლებად სტრესული საქმით და არ იფიქროთ წვრილმან საკითხებზე. დაარეგულირეთ ვარჯიშის რეჟიმი და ყურადღება გაამახვილეთ ჯანსაღ კვებაზე. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს ცხოვრებაში.

ურთიერთობები: თქვენი ურთიერთობები განვითარდება და გაძლიერდება. რეკომენდებულია კარგი გონებრივი და ფიზიკური კავშირი და კეთილგანწყობა თქვენს მეუღლესთან. ოჯახი ბედნიერი და კმაყოფილი იქნება ყურადღებითა და თქვენ მიერ დათმობილი დროით. გაგრძელება