როგორ მოვამზადოთ გემრიელი საახალწლო დრაკონის სალათა: ელეგანტური კერძი 15 წუთში
ამოიღეთ კრაბის ჩხირები და მოაცილეთ პარკი. წვრილად დაჭერით. ვაშლს ამოაჭერით ბირთვი და დაჭერით პატარა კუბებად. ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, მოასხით მაიონეზი, აურიეთ.
მოხარშეთ კვერცხები, გააგრილეთ, გააცალეთ კანი და ერთი კვერცხის ცილა გადადეთ ცალკე. დანარჩენი ყველაფერი დაჭერით კუბებად. ვაშლისა და კრაბის ჩხირს დაუმატეთ დაჭრილი პრასი, კვერცხი და სიმინდი.
უცხიმო, სუფთა და ნატურალური: როგორი კერძები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე 2024 წელს
სალათი დადეთ თეფშზე, დრაკონის ფორმა მიეცით. კივი დაჭერით ნაჭრებად და ზემოდან გააფორმეთ. გაუკეთეთ თვალები კვერცხის ცილისა და ზეთის ხილისგან, ასევე გააკეთეთ ფეხები ზეთისხილისგან.
ჩამოაყალიბეთ კუდი და ხერხემალი პრასის და ახალი კიტრისგან. გააკეთეთ ფრთები ჩინური კომბოსტოს ფოთლებისგან. ვუალა! - სალათა მზად არის!
დრაკონის ხილი საახალწლო სუფრაზე: როგორ დახვდეთ დრაკონის წელს