6 წესი, რომელიც დაგეხმარებათ ყოველთვის საუკეთესო საჩუქრები აჩუქოთ
გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი საჩუქარი ძვირად ღირებული იყოს
შესაფერისი ვარიანტის ძებნა ხშირად იწყება კითხვით "რა შემიძლია ვაჩუქო ამ ადამიანს?" ან "როგორი საჩუქარი გამოხატავს, რომ მე ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ?" მაგრამ ხშირად ისეთი რამის არჩევა, რომელიც ასეთ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შეუძლებელია. თქვენ არ გჭირდებათ ბევრი ფულის დახარჯვა, რომ საჩუქარი იყოს ღირებული. მთავარია კრეატიული იდეები.
როგორ შევურჩიოთ მასწავლებელს საჩუქარი დაბადების დღისთვის - 9 საინტერესო იდეა
გადახედეთ თქვენს არჩევანს
შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები: "შემიძლია იმ ადამიანს ისეთი რამ ვაჩუქო, რასაც არასდროს წარმოიდგენდა?" "შემიძლია მას უკეთესი რამ ვაჩუქო, ვიდრე რასაც საკუთარი თავისთვის იყიდდა?" თუ ამ კითვებზე გაქვთ პასუხი, დიდი ალბათობით, თქვენ ნამდვილად კარგი საჩუქარი აარჩიეთ.
ჩამოწერეთ იდეების სია
ადამიანები, რომლებმაც იციან როგორ აჩუქონ განსაკუთრებული საჩუქრები, არ ფიქრობენ ამაზე დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაგრამ თითქმის ყოველთვის იწერენ იდეებს მთელი წლის განმავლობაში. მათ აქვთ პოტენციური ვარიანტების სია, ისინი ინიშნავენ, როდესაც ადამიანი ახსენებს რაიმე სურვილს ან როდესაც წააწყდება რაიმე საინტერესოს ინტერნეტში.
შეადგინეთ ადრესატის მოკლე ბიოგრაფია
შეეცადეთ თავი დაანებოთ გრანდიოზულ გეგმებს და შეადგინოთ ადამიანის მოკლე ბიოგრაფია. აღწერეთ მისი ინტერესები და ჰობი მხოლოდ სამი წინადადებით. მაგალითად: „მამაჩემი მთელი ცხოვრება ელექტრიკოსია, უყვარს კროსვორდების კეთება და ფიქრობს, რომ სპორტდარბაზში სიარული დროის კარგვაა“.
არ ინერვიულოთ საჩუქრებზე, თუ ვინმეს კარგად არ იცნობთ
უცხო ადამიანებისთვის საჩუქრები შეიძლება იყოს პერსონალიზირებული, მაგრამ ისინი არ უნდა იყოს ძალიან პირადი. კოლეგასთვის სუნამოს ან ტანსაცმლის ჩუქება არ არის კარგი იდეა. სჯობს აირჩიოთ რაიმე, რაც მის ჰობისთან არის დაკავშირებული.
როდესაც ადამიანს კარგად არ ვიცნობთ, არ გვჭირდება ისეთი საჩუქრის ძიება, რომელიც გამოავლენს მის ხასიათს ან მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, რადგან, ფაქტობრივად, ჯერ არ გვაქვს მჭიდრო კავშირი. ამიტომ, მთავარია იპოვოთ ისეთი რამ, რაც ადრესატს ოდნავ მაინც გაახარებს. საკმარისია მის შესახებ მხოლოდ ერთი პირადი ფაქტი იცოდეთ, რომ რაიმე საინტერესო აღმოაჩინოთ. მაგალითად, თუ იცით, რომ ადამიანს მოსწონს კოქტეილების ექსპერიმენტები, შეიძლება აჩუქოთ უჩვეულო ყინულის ფორმები.
როგორ შევფუთოთ საახალწლო საჩუქრები ყველაზე ლამაზად და ორიგინალურად
აარჩიეთ სტანდარტული საჩუქრები
თუ ყველაფერი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ, მიმართეთ სტანდარტულ ვარიანტებს. რამდენიმე მათგანია:
- წიგნები. ეს მაინც საუკეთესო საჩუქარია და კარგი შესაძლებლობაა, რომ უკეთ გაიცნოთ ადამიანი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რაც მოგწონთ ან ის, რაც შეესაბამება ადრესატის ინტერესებს;
- საკვები, სასმელები და პროდუქტები. შეგიძლიათ აარჩიოთ რაიმე განსაკუთრებული;
- საყვარელი ნივთები. თუ იცით, რომ ვინმეს მოსწონს გარკვეული ნივთები, აჩუქეთ. ეს სახალისოა და ამავდროულად, აჩვენებს, რომ თქვენ იცნობთ ამ ადამიანს.