როგორ ვითამაშოთ "საიდუმლო სანტა" - წესები - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ "საიდუმლო სანტა" - წესები

ფურცელზე დაწერეთ მონაწილეების სახელები. თუ ჯგუფი უფრო დიდია და ხალხი კარგად არ იცნობს ერთმანეთს, კარგი იდეაა, რომ ადამიანებმა დაწერონ თავიანთი სახელები და დაურთონ რაიმე განმასხვავებელი თვისება/ინტერესები.

ამოჭერით და ჩაყარეთ სახელები სანტას ქუდში. ამოჭერით თითოეული სახელი, შემდეგ გადაკეცეთ შუაზე ერთხელ ან ორჯერ, რათა ხალხმა არ წაიკითხოს გახსნის გარეშე. შემდეგ მოათავსეთ ყველა დაკეცილი სახელი ქუდში და აურიეთ ფურცლები.

დააწესეთ საჩუქრის ბიუჯეტის ლიმიტი. ფასის ლიმიტი უნდა დაასახელოთ იმისთვის, რომ არ შეიქმნას უხერხულობა, სხვადასხვა ფასიანი საჩუქრების გამო. აირჩიეთ ფასის ლიმიტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

3-1668543932.jpg

მოინიშნეთ საჩუქრის გაცემის თარიღი. ყველამ უნდა იყიდოს საჩუქარი იმ ადამიანისთვის, რომელიც ამოუვა. შემდეგ კი უნდა გასცეს კონკრეტულ დროს, როცა უკვე ყველა გაცვლით საუქრებს და გამოავლენთ ადრესატს. გადაამოწმეთ ჯგუფის წევრებთან, შეარჩიეთ თარიღი, დრო და ადაგილი რამდენიმე დღით ადრე, სადაც ყველას შეეძლება საჩუქრების გასაცვლელად შეხვედრა.

4-1668543947.jpg

საჩუქრების გაცვლა. როდესაც ჯგუფში ყველამ შეიძინა საჩუქარი და შეხვდა ერთმანეთს, შეგიძლიათ დაიწყოთ საჩუქრების გაცვლა. დააწყვეთ ისინი ნაძვის ხის ქვეშ (თუ არ გაქვთ, რაიმე ადგილი გამოყავით), დაელოდეთ, სანამ ყველა არ მოვა. აირჩიეთ განმცხადებელი. ერთი ადამიანი, ვინც სათითაოდ აირებს საჩუქრებს და ამოიკითხავს მასზე დაწერილ ადრესატის სახელს.

6-1668543960.jpg

ადრესატმა უნდა გახსნას საჩუქარი, დაასახელოს პიროვნება, ვინც ჰგონია, რომ მისი საიდუმლო სანტა იყო. შემდეგ, ნამდვილმა სანტამ უნდა გაამჟღავნოს ვინაობა.

თუ გსურთ, რომ სამსახურში შექმნათ შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა, "საიდუმლო სანტას" თამაში დაიწყეთ დაახლოვებით ერთი თვით ადრე, გაუკეთეთ თქვენს ადრესატს მცირე საჩუქრები პერიოდულად, ან უბრალოდ სახალისო წერილები დაუტოვეთ. ასე, "საიდუმლო სანტას" თამაში ბევრად საინტერესო და სახალისო სახეს მიიღებს.

წყარო: wikihow.com