როგორ უნდა მოიგოთ მკლავჭიდში: 8 ნაბიჯი გამარჯვებისკენ - rogor.ge

როგორ უნდა მოიგოთ მკლავჭიდში: 8 ნაბიჯი გამარჯვებისკენ

დადგით მარჯვენა ფეხი წინ, თუ იყენებთ მარჯვენა ხელს მკლავჭიდში და პირიქით. თქვენი სხეულის წონა გადაინაცვლებს წინა ფეხიდან უკანა ფეხზე.

1-1700480557.jfif

მოხარეთ ცერა თითი. მას შემდეგ, რაც თქვენ და თქვენი მოწინააღმდეგე ერთმანეთს ჩასჭიდებთ ხელებს, მოათავსეთ ცერა თითი სხვა თითების ქვეშ. ეს დაგეხმარებათ დაეუფლოთ ზედა როლის ტექნიკას.

2-1700480578.jfif

დადექით ისე, რომ მუცელი მაგიდასთან ახლოს იყოს. თუ თქვენი მარჯვენა ფეხი წინ არის, მაშინ თქვენი მარჯვენა ბარძაყი პირდაპირ მაგიდის წინ იქნება.

3-1700480587.jfif

წინამხარსა და სხეულს შორის მანძილი უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე. ამ შემთხვევაში, სხეულისა და მკლავის სიმტკიცეს ერთდროულად გამოიყენებთ.

4-1700480596.jfif

ასწიეთ მაჯა. მოხარეთ მოწინააღმდეგის მაჯის წინ, თუ ვერ ახერხებთ, რომ მოწინააღმდეგეს აჯობოთ, უბრალოდ გაასწორეთ მაჯა და შეინარჩუნეთ ამ მდგომარეობაში.

5-1700480604.jfif

მოიმწყვდიეთ მოწინააღმდეგე კუთხეში (ზეწოლის დროს მოქაჩეთ მოწინააღმდეგის მკლავი თქვენკენ), რათა ხელი გაშალოს. როდესაც მოწინააღმდეგის ხელი ჩამოშვებულია, მას მოუწევს დიდი ძალისხმევა, რომ დააბრუნოს იგი სასურველ პოზიციაზე.

6-1700480615.jfif

ეცადეთ, კონცენტრირდეთ მაჯაზე და არა ხელზე. მიეყრდენით მთელი სხეულით წინამხარზე. "გადაწიეთ" მოწინააღმდეგე თქვენკენ.

საბოლოო"დარტყმისთვის", შემოატრიალეთ თქვენი სხეული და მხრები თქვენთვის სასურველი მიმართულებით. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მხრის ძალა და სხეულის წონა გამარჯვებისთვის.

8-1700480626.jfif

როგორ შეარჩიოთ სპორტის სახეობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ გამოასწოროთ ხერხემლის მდგომარეობა სახლის პირობებში

როგორ გავაკეთოთ კარდიო ვარჯიში სახლის პირობებში

5 მეთოდი, თუ როგორ დაჭიმოთ მუცლის კანი გახდომის შემდეგ