როგორ აიმაღლოთ მოტივაცია, თუ სამუშაო მოსაწყენია - 5 გზა
აქტიურად ითანამშრომლეთ კოლეგებთან
როცა სულ კომპიუტერთან ზიხართ, ასრულებთ დავალებებს, რომლებზეც უშუალოდ ხართ პასუხისმგებელი, ივიწყებთ კომპანიის მისიას. შეიძლება ჩანდეს, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელია. შედეგად გრძნობთ, რომ ბევრი შესაძლებლობა არ გაქვთ. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია კოლეგებთან კომუნიკაცია.
თუ გუნდს ხელმძღვანელობთ, შეეცადეთ შექმნათ ეს ატმოსფერო. გადააჯგუფეთ თანამშრომლები, შეცვალეთ კომუნიკაციის გზა, ან შეცვალეთ საოფისე კულტურის ზოგიერთი ელემენტი ისე, რომ ადამიანებს მოტივაცია გაუჩნდეთ ერთად მუშაობის. თუ ჩვეულებრივი თანამშრომელი ხართ, მოიძიეთ სხვა შესაძლებლობები: შექმენით რაიმე ღირებული კოლეგებთან ერთად, შესთავაზეთ დახმარება, მონაწილეობა მიიღეთ დისკუსიებში.
გადახედეთ სხვების გამოცდილებას
შესაძლოა, გსურთ რაიმე კონკრეტულის მიღწევა, მაგრამ არ გაქვთ ამის მოტივაცია ან ცოდნა. იპოვეთ ადამიანი, რომლისგანაც მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს ვინმე, რომელსაც იცნობთ ან თქვენს სფეროში ცნობილი პროფესიონალი, რომლის შესახებაც ბევრი გსმენიათ.
მოიძიეთ წიგნები შთაგონებისთვის
ჩვენი იდეები პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენ მიერ აღქმულ ინფორმაციაზე. ასე რომ, თუ თავს ჩაკეტილად გრძნობთ, აიღეთ წიგნი, რომელიც არის შთაგონების წყარო. მიიღებთ ახალ იდეებს, გადაწყვეტილებებს. მოიძიეთ ავტორები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სფეროსთან, რადგან ისინი ბევრს ფიქრობდნენ იმავე საკითხებზე, რომელზეც თქვენ.
მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა − ეს უკვე დიდი მიღწევაა! მაგრამ მხოლოდ კარიერული წარმატებით არ დაკმაყოფილებულა − მან საკუთარი სამოქალაქო ვალდებულება სოციალურ აქტივობაში დაინახა − ბავშვთა შიმშილობის წინააღმდეგ შთამაგონებელი კამპანია წამოიწყო და ასობით ბავშვს ბავშვობა გაულამაზა. ეს მარკუს რაშფორდია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ინგლისელი ბიჭი იყო, ცხოვრობდა მანჩესტერის სამხრეთით, უიდენშოში, და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა... მარკუსმა მთავარი ოცნება აიხდინა, დიდ მიზნებსაც მიაღწია და წარმატებების გზებითაც იარა და ახლა ცდილობს საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. „შენ ჩემპიონი ხარ“ ბევრი მეოცნებისთვის ცხოვრებისეული მეგზური და ერთგული მრჩეველი გახდა. ამ წიგნში აღმოაჩენ, თუ როგორ გახდე თავდაჯერებული; როგორ დაისახო დიდი მიზნები და მერე როგორ გაიარო ამ მიზნებამდე მისასვლელი გზები; გამოიმუშაო ჩემპიონის უნარ-ჩვევები, იმუშაო საკუთარი თავის სრულყოფაზე და არასოდეს შეწყვიტო სწავლა.
მოითხოვეთ უკუკავშირი
ეს დაგეხმარებათ შეხედოთ თქვენს საქმიანობას სხვა პერსპექტივიდან. მოითხოვეთ უკუკავშირი თქვენი მენეჯერისგან ან გუნდის წევრებისგან და ნახავთ, რა ამოცანებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა მიზნები დაისახოთ. მიზნების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისა და სამუშაოთი კმაყოფილებისთვის. ეს ხელს უწყობს მოწყენილობისა და მოტივაციის ნაკლებობის დაძლევას.
იპოვეთ ჰობი
თუ ერთადერთი, რაშიც ენერგიას დებთ, არის სამუშაო, დროთა განმავლობაში მოგწყინდებათ. ამიტომ შეეცადეთ იპოვოთ სხვა რამ, რაც გაინტერესებთ. მაგალითად, ახალი ჰობი. ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ. შედეგად სიამოვნებით იმუშავებთ.
როგორ ვიშოვოთ სამსახური - 10 რჩევა
როგორ დავაჩქაროთ გრძელი სამუშაო დღის სწრაფად და პროდუქტიულად გასვლა