გააკეთეთ ეს ახლა: 7 ნაბიჯი, თუ როგორ მოამზადოთ თქვენი ბაღი ზამთრისთვის - rogor.ge

გააკეთეთ ეს ახლა: 7 ნაბიჯი, თუ როგორ მოამზადოთ თქვენი ბაღი ზამთრისთვის

ბაღის დასუფთავება

მოაშორეთ ბაღიდან დაავადებული ერთწლიანი მცენარეები, ბოსტნეული და ჩაყარეთ კომპოსტში (კომპოსტირება წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს, რომლის საშუალებითაც ორგანული ნარჩენები გარდაიქმნებიან ჰუმუსის მსგავს პროდუქტად, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერებისგასაუმჯობესებლად). გულდასმით გაკრიჭეთ მრავალწლიანი ნარგავები, მოაშორეთ დაზიანებული ტოტები, ასევე, დაავადებებისადმი მიდრეკილი მცენარეები.

ვარდების მოვლა

თუ ზამთრის ტემპერატურა თქვენს მხარეში 0 გრადუსზე დაბლა დაეცემა, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ვარდები. ფრთხილად უნდა გასხლათ ვარდები, ფესვებთან კი გამოიყენეთ მულჩირება (ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით). მოაშორეთ მულჩი ადრეულ გაზაფხულზე.

1dc0eb7503b333cbcf11f2fe32090a16-1699875801.jpg

სითბოსმოყვარული მცენარეების შეფუთვა

ცალკეული მცენარეები შეახვიეთ ბურლაპში (ბურლაპი არის ჯუთის ბოჭკოებისგან ნაქსოვი უხეში ქსოვილი), რათა დაიცვათ ზამთრის მკაცრი ქარისგან.

გაზონის მოვლა

არ დაივიწყოთ გაზონის მოვლა შემოდგომაზე. განაყოფიერეთ თქვენი გაზონის ბალახი ნიადაგის გაყინვამდე 2-3 კვირით ადრე.

ბოსტნეულის მოვლა

მოაშორეთ უნაყოფო მცენარეები. შეცვალეთ ნიადაგი კომპოსტით ან სხვა ორგანული მასალით, რათა მოამზადოთ დარგვისთვის მომავალ გაზაფხულზე.

დაიცავით დელიკატური მცენარეები

შეიტანეთ ქოთნები და სხვა ბაღის მცენარეები შენობაში ან სათბურში.

მოაშორეთ სარეველები

რა უნდა დათესოთ შემოდგომაზე ბოსტანში

როგორ შევარჩიოთ ბაღის მაკრატელი

როგორ გავაფორმოთ ბაღი საშემოდგომო ლანდშაფტით

როგორ გავალამაზოთ ბაღი კონტეინერებით