როგორ გავწმინდოთ სახლი სულებისგან
პირველ რიგში, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ არ გეჩვენებათ და ეს ყველაფერი არ არის ფანტაზიის ნაყოფი. დახურეთ ყველა კარები, ასევე ფანჯრები. თუ რომელიმე მათგანი მაინც გაიღება ან გაიგებთ ხმას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ეჭვები მართლდება.
აიღეთ ფურცელი და დაწერეთ, რა ხდება თქვენს სახლში. აღწერეთ თქვენი გრძნობები, შეიძლება ეს იმ მომენტში არ იყოს მარტივი და შიშის გამო ვერ შეძლოთ კარგად გადმოცემა, მაგრამ აიყვანეთ თავი ხელში და დაწერეთ რასაც გრძნობთ და განიცდით, რას ხედავთ და გესმით. მოახდინეთ კონცენტრაცია, თუ ისევე ფიქრობთ, რომ იქ ვინმე იმყოფება კიდევ, ხმადაბლა წამორთქვით "თუ აქ არის ვინმე, წააქციე სკამი" სავსებით შესაძლოა, რომ ეს მოხდეს, ან ნაბიჯების ხმა გაიგონოთ.