როგორ ამოიცნოთ ქალის ხასიათი ფეხსაცმლის სტილის მიხედვით
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
მაღალ ქუსლებს უპირატესობას ანიჭებენ გოგონები, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება და მაღალი ქუსლების დახმარებით უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. თუმცა ასეთი ქუსლების ტარება მოსწონთ გოგონებსაც, რომლებსაც სურთ უფრო სექსუალურად გამოიყურებოდნენ.
მაღალი, წვრილი ქუსლი
მაღალ, წვრილ ქუსლებს ირჩევენ მიმზიდველი გოგონები, რომლებსაც უყვართ ფლირტი და ახალი ნაცნობების შეძენა. ისინი ძალიან დახვეწილი ბუნების არიან.
მაღალი პლატფორმა
მაღალი პლატფორმის მქონე ფეხსაცმელს, ფსიქოლოგების აზრით, უპირატესობას ანიჭებენ მტკიცე ხასიათის გოგონები, რომლებსაც არ უყვართ კამათი, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ყოველთვის მართლები არიან და რომც არ იყვნენ, მაინც დაიცავენ თავიანთ პოზიციას. ისინი ძალიან არაპროგნოზირებადები არიან, ამიტომ მათთან ფრთხილად უნდა იყოთ.
დაბალი პლატფორმა
დაბალი პლატფორმის მქონე ფეხსაცმელს ატარებენ რომანტიკული, მშვიდი გოგონები, რომლებსაც არ უყვართ კონფლიქტები. ისინი საკუთარ თავს უსახავენ მიზანს და მიჰყვებიან მას ბოლომდე, წარმატებას ყოველთვის აღწევენ ყველგან: სამსახურსა თუ სწავლაში.
ბალერინები
ბალერინებს ატარებენ გოგონები, რომლებიც უფრო "რბილები", თავშეკავებულები არიან და ხშირად ღრუბლებში დაფრინავენ. ზოგჯერ ისინი დეპრესიაში ვარდებიან და ხშირად ტირიან წვრილმანებზე. მათთან ურთიერთობისას კომპრომისის მიღწევა ადვილია.
ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი
ბრტყელძირიან ფეხსაცმელს ხშირად ატარებენ გოგონები, რომლებიც მუდმივად დაღლილები არიან, ბევრს მუშაობენ და აქვთ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ იყვნენ მზრუნველები. მათ აფასებენ და პატივს სცემენ.
სპორტული ფეხსაცმელი
გოგონები, რომლებიც ატარებენ სპორტულ ფეხსაცმელს, ძალიან ცვალებადები, კონსერვატიულები არიან, უპირატესობას ანიჭებენ კომფორტს. ისინი ადვილად პოულობენ საერთო ენას ახალ ადამიანებთან, რადგან ყოველთვის ღია და გულწრფელები არიან. მაგრამ ეს არ ეხება გოგოებს, რომლებიც უბრალოდ დილის სირბილისთვის იცვამენ სპორტულ ფეხსაცმელს, რადგან ჩვეულებრივ ცხოვრებაში ისინი შესაძლოა მაღალქუსლიანს ატარებდნენ.
როგორ და რასთან ჩაიცვათ ლეგინსები
როგორ ჩაიცვათ ბოტფორტები შემოდგომაზე, რომ ვულგარულად არ გამოიყურებოდეთ
5 იდეა, თუ როგორ ვატაროთ გრძელი შარფი
როგორ ავარჩიოთ კოლგოტის ფერი და შევუხამოთ ის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს