როგორ ვებრძოლოთ "მერლინ მონროს სინდრომს", ანუ მარტოობის განცდას
ფსიქოლოგები „მერლინ მონროს სინდრომის“ აღწერით ცდილობენ ახსნან და გადმოსცენ ადამიანის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც თვალსაჩინო სოციალური წარმატების, კეთილდღეობისა და დიდების უკან იმალება გაუსაძლისი მარტოობა და სულის სიცარიელე. არავინ ცდილობს, უკეთ გაიცნოს ასეთი ადამიანი, რადგანაც მათთვის საკმარისია იმ დიდებულებით მინიჭებული აღტაცება და განცდები, რომლებიც ასეთი ადამიანის გამოჩენას მოაქვს ხალხისთვის. სწორედ ასეთი ტკივილის ხარჯზე ააკაშკაშა მერლინმა მთელი ეპოქა და შეძლო პატარა მშიშარა, სასოწარკვეთილი ნორმასგან მთელი მსოფლიოსთვის საჩუქრად გამოექანდაკებინა შეუდარებელი მერლინი, რომლის ცხოვრებაშიც, თუნდაც ხანმოკლედ, მაგრამ მაინც იყო ბედნიერებაც, სიყვარულიც და ბრწყინვალე დიდებაც. ეს ერთგვარი სულიერი გადაღლილობაა, რომელიც ემოციური გადაწვის სინდრომითაა ცნობილი - ემოციური გადაწვის სინდრომის მთავარი მიზეზი სულიერი გადაღლაა. სინდრომი ჩნდება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მასში არსებულ რესურსზე მეტ მოთხოვნას უყენებს ხანგრძლივი დროით. სწორედ ეს სჭირდა მერლინსაც, ის თავს აჩვენებდა ბედნიერ ადამიანად, რადგან ფიქრობდა, რომ ეს მისი ვალდებულება იყო - ხალხს სურდა ბედნიერი ვარსკვლავის ხილვა. გაგრძელება