როგორი ვარჯიშები უნდა გააკეთოთ კისრის ოსტეოქონდროზის დროს - rogor.ge

როგორი ვარჯიშები უნდა გააკეთოთ კისრის ოსტეოქონდროზის დროს

დასწიეთ ნიკაპი კისრისკენ. თავი ჯერ 5-ჯერ მოაბრუნეთ მარჯვნივ და შემდეგ 5-ჯერ მარცხნივ;

ოდნავ ასწიეთ ნიკაპი. ისევ მიაბრუნეთ თავი მარჯვნივ 5-ჯერ, შემდეგ მარცხნივ 5-ჯერ;

თავი მარჯვნივ გადახარეთ, სცადეთ ყურით მხარზე შეხება - 5-ჯერ, შემდეგ მარცხნივ 5-ჯერ;

თავი პირდაპირ. კისრის დაძაბული კუნთების წინააღმდეგობის გადალახვით, დააწექით ნიკაპით საუღლე ფოსოზე;

დაჭიმეთ კისრის კუნთები, მარცხენა საფეთქელს მარცხენა ხელისგული დააჭირეთ (3-ჯერ 7 წამის განმავლობაში). შემდეგ კი მარჯვენა საფეთქელს მარჯვენა ხელისგული (3-ჯერ 7 წამის განმავლობაში);

ნიკაპი გაასწორეთ, ხელები კეფაზე შემოიწყვეთ( 3-ჯერ 7 წამის განმავლობაში);

შეაერთეთ ხელები და მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ, დაეყრდენით ნიკაპით 7 წამის განმავლობაში(გაიმეორეთ 3-ჯერ).

როგორ გავაკეთოთ კარდიო ვარჯიში სახლის პირობებში

როგორ შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება და კარგი მეხსიერება ნებისმიერ ასაკში - 4 სავარჯიშო

ზურგის 5 ვარჯიში, რომელიც მოგცემთ კარგი მასაჟის განცდას