როგორ დაიცვათ თმა დაზიანებისგან ხშირი შეღებვისას
როგორ შევამციროთ შეღებვის სიხშირე?
არ დაიბანოთ თმა 2 დღის განმავლობაში
შეღებვის შემდეგ, თქვენ არ გჭირდებათ თმის ყოველდღე დაბანა. ექსპერტები გვირჩევენ ამ პროცედურის გადადებას 48 საათით. ეს დადებითად იმოქმედებს თმის სტრუქტურაზე.
თმა სწორად დაიბანეთ
იმის უზრუნველსაყოფად, რომ მდგრადი თმის ფერი შეინარჩუნოთ დიდი ხნის განმავლობაში, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
- არ უნდა დაიბანოთ თმა ყოველდღე. უმჯობესია ამ პროცედურის ჩატარება კვირაში რამდენჯერმე;
- თმის დასაბანად უნდა გამოიყენოთ სწორად შერჩეული პროდუქტები. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კონდიციონერი;
- არ არის საჭირო ზედმეტად ცხელი წყლით დაბანა.
გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები
თითოეული თმის ტიპისთვის ღირს სწორი პროდუქტების შერეჩევა.
მიმართეთ პროფესიონალებს
სასურველი ეფექტის მისაღწევად პერიოდულად ეწვიეთ სილამაზის სალონს, სადაც პროფესიონალები დაგეხმარებიან თმის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცედურებში.
დაიცავით თმა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან
ზაფხულში უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა სახის კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერ "ფილტრს" და არ უგულებელყოთ ქუდები. არ დაისველოთ თმა აუზში ან ზღვაში, რადგან ქლორი და მარილი უარყოფითად მოქმედებს თმის მდგომარეობაზე.
როგორ გახადოთ თქვენი თმა მოცულობითი
როგორ გაიკეთოთ ულამაზესი ვარცხნილობა 5 წუთში, თუ წინამოს ატარებთ
როგორია შემოდგომის ტრენდული ვარცხნილობა: ბექჰემ ბობი, რომელიც დაბრუნდა 2000-იანი წლებიდან