ზოდიაქოს 5 წყვილი, რომელიც ყველაზე ხშირად ატყუებს ერთმანეთს
ვერძი და კურო
ამ ნიშნების წარმომადგენლები ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავენ. მაგრამ ვერძი არ აპირებს კუროს ერთგული დარჩეს. ამ წყვილში მონოგამიის მნიშვნელობის შესახებ შეხედულებები არ ემთხვევა და ამან შეიძლება აიძულოს კურო ერთ მომენტში სხვისკენაც გაიხედოს, არა ბუნებრივი მოთხოვნილებების, არამედ პარტნიორის გაღიზიანების სურვილის გამო.
ტყუპები და სასწორი
ნიშნები, რომლებსაც ერთი და იგივე ელემენტი მართავს, ძლიერად იზიდავენ ერთმანეთს. გარდა ამისა, სასწორს ხიბლავს ტყუპების სიმსუბუქე და იუმორის გრძნობა. ამავდროულად, ღრმა სიყვარული აბსოლუტურად უცხოა ტყუპების უმეტესობისთვის, რაც არ შეიძლება ითქვას სასწორზე. ისინი არ იზიარებენ ტყუპების დამოკიდებულებას ღალატის მიმართ და ვერასდროს შეეგუებიან.
კირჩხიბი და თხის რქა
საპირისპირო მხარეები იზიდავს: როგორც ჩანს, მგრძნობიარე და მეოცნებე კირჩხიბი შეიძლება იყოს იდეალური პარტნიორი რაციონალური თხის რქისთვის. მაგრამ არა, კირჩხიბს შეუძლია ძალიან სწრაფად მოიბეზროს ურთიერთობები და ადვილად გადაისროლოს "ნაგავში". ეს დიდწილად შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ თხის რქა ყოველთვის ვერ ახერხებს კირჩხიბის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და კირჩხიბისთვის სექსი ჰაერივითაა.
ლომი და მშვილდოსანი
ლომის სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ძალიან უყვარს პარტნიორისგან მუდმივი ყურადღება. რაც შეეხება მშვილდოსანს, მისთვის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, ის არ არის მზად ოთხ კედელში ჩაიკეტოს და უარი თქვას მეგობრებთან შეხვედრასა და გარეთ გასვლაზე. მათ შორის იქნება ვნება, მაგრამ არ იქნება ერთგულება, რადგან მშვილდოსანი ვერ ახერხებს ლომის გამეფებას, რომელიც მას ასე სჭირდება.
მერწყული და ქალწული
გარკვეულწილად ისინი გვანან, მაგრამ ამავე დროს ძალიან განსხვავებულებიც არიან. ქალწული ვერ უმკლავდება მერწყულის სპონტანურობას და ეს მუდმივი უკმაყოფილების განცდას გამოიწვევს. შედეგად, ორივე დაიწყებს სხვა პატნიორის ძიებას.
5 რამ, რის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერი ქორწინება: როგორ მომენტებს უშვებენ ხელიდან შეყვარებულები
როგორ იურთიერთოთ მეუღლესთან, თუ ერთად მუშაობთ - 6 მნიშვნელოვანი რჩევა
როგორ გავლენას ახდენს წყვილის დიდი ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაზე
როგორი ქალები იზიდავენ ადეკვატურ მამაკაცებს ცხოვრებაში
როგორ იპოვოთ ჭეშმარიტი სიყვარული - რჩევები ძებნისა და ურთიერთობის გასამყარებლად