ანტიპერსპირანტი თუ დეოდორანტი? როგორ შეარჩიოთ სწორად სახეობა, რომელიც ოფლის გამოყოფას შეაჩერებს - rogor.ge

ანტიპერსპირანტი თუ დეოდორანტი? როგორ შეარჩიოთ სწორად სახეობა, რომელიც ოფლის გამოყოფას შეაჩერებს

რა განსხვავებაა მათ შორის?

ანტიპერსპირანტი ბლოკავს ოფლიანობას ალუმინის მარილების გამოყენებით. როდესაც ანტიპერსპირანტს იყენებთ, ალუმინის მარილები იხსნება ოფლში და წარმოქმნის დროებით "საცობებს" ოფლის სადინარებში. ეს არის ის, რაც ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს და ამცირებს კანის ზედაპირზე გამოთავისუფლებული ოფლის რაოდენობას.

ბევრი კამათია ალუმინის საშიშროებაზე, რომელიც ანტიპერსპირანტების შემადგენელია. თუმცა ალუმინის კანცეროგენული ეფექტი ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად დადასტურებული. ამავდროულად, დეოდორანტი არ მოქმედებს ოფლის გამომუშავებაზე. მისი ფუნქციაა უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლა და ბაქტერიების გავრცელების შეჩერება.

ანუ, თუ თქვენ გჭირდებათ ოფლის უსიამოვნო სუნის აღმოფხვრა რამდენიმე საათის განმავლობაში, მაშინ აირჩიეთ დეოდორანტი. მაგრამ თუ გსურთ ოფლიანობის შეკავება მთელი დღის განმავლობაში, მაშინ ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ანტიპერსპირანტებს.

როგორ ავირჩიოთ ანტიპერსპირანტი

ანტიპერსპირანტები არსებობს სხვადასხვა ფორმით:

  • სფრეი. ის შეიძლება არ იყოს მოსახერხებელი, განსაკუთრებით საჯარო ადგილებში, როგორიცაა ფიტნეს კლუბის გასახდელები;
  • ბურთულიანი. არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე, მაგრამ თქვენ უნდა დაელოდოთ პროდუქტის მთლიანად გაშრობას;
  • სტიკი ქმნის მკვრივ ფენას, მაგრამ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე;

dezodorant-karandash-dove-nezhnost-pudry-1698825507.jpg

  • ბუნებრივი შემადგენლობით. ის შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, მაგრამ ასეთი პროდუქტის ეფექტი შეიძლება იყოს სუსტი;
  • სამკურნალო დანიშნულების. ასეთის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციისა და დიაგნოზის დადგენის შემდეგ.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს დეოდორანტისგან დატოვებული ლაქები

როგორ ვიყოთ მოწესრიგებულები შხაპის მიღების გარეშე

როგორ მოვიშოროთ სხეულის უსიამოვნო სუნი