როგორ მოვიშოროთ სხეულის უსიამოვნო სუნი - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ სხეულის უსიამოვნო სუნი

თუ აღმოაჩენთ, რომ სუნი გაწუხებთ, მიიღეთ შხაპი. სხეულის სუნს იწვევენ ბაქტერიები, ამიტომ თქვენი სხეულიდან ჩამობანა მათ მოშორებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია გამოიყენოთანტიბაქტერიული საპონი ან დუშგელი.

1-1658150271.png

წაისვით ურეცეპტოდ გაცემული ანტიპერსპირანტი. ანტიპერსპირანტები ქმნიან ბლოკს გარკვეული ქიმიკატების გამოყენებით ოფლიანობის წინააღმდეგ, რაც ხელს უწყობს სხეულის სუნის აღმოფხვრას. ანტიპერსპირანტებიდან ბევრი მოქმედებს მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წასმა, განსაკუთრებით თუ ვარჯიშობთ. დეოდორანტისგან განსხვავებით, ანტიპერსპირანტები ფაქტობრივად აქრობენ ოფლის გამოყოფას, ხოლო დეოდორანტი უბრალოდ ნიღბავს სუნს.

2-1658150282.png

გამოიყენეთ დეოდორანტი სხეულის სუნის სწრაფად დასაფარად. ოფლიანობა ცუდი არ არის თქვენთვის (თუ არ არის გადაჭარბებული და უფრო დიდ პრობლემაზე მიუთითებს). ოფლიანობა ემსახურება ძალიან უტილიტარულ მიზანს - თქვენი სხეულის გაგრილებას, მაგრამ მაინც უსიამოვნოა. დეოდორანტი ფარავს სუნს, ან მთლიანად აქრობს მას, თუმცა არ ამცირებს ოფლის გამოყოფას.

3-1658150347.png

გამოიყენეთ წყალბადის პეროქსიდის ნარევი. თუ სახლში ხართ და ხელთ არ გაქვთ დეზოდორანტი ან ანტიპერსპირანტი, სცადეთ აურიოთ ერთი ჩაის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი ერთ ჭიქა წყალთან. მიღებული მასა აურიეთ, შემდეგ კი პირსახოცით შეიზილეთ მკლავების ქვეშ.

4-1658150361.png

შეიზილეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება მკლავებზე. თუ არ ხართ ხელსაყრელ ადგილას რომ სხვა საშუალებები შეიძინოთ და გჭირდებათ უსიამოვნო სუნის რაც შეიძლება სწრაფი მოცილება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება სუნის მოსაშორებლად. სადეზინფექციო საშუალება დაგეხმარებათ ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც იწვევენ სუნს.

5-1658150376.png

გამოიყენეთ სველი ხელსახოცები. თუ ძლიერად ოფლიანდებით და გეშინიათ, რომ სუნი აგივათ, გამოიყენეთ სველი ხელსახოცი ოფლის მოსაშორებლად. ეს ქაღალდები ძალიან ეფექტურია ტენიანობის შთანთქმაში, ამიტომ შეიზილეთ მკლავის ქვეშ (ან სადმე სხვაგან, სადაც ოფლიანდებით), რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი.

shabamde-1658150409.png

წაისვით შაბი სუნიან ადგილზე. შაბი არის მინერალი, რომელიც ებრძვის ბაქტერიებს, რომლებიც ქმნიან სხეულის სუნს. თქვენ იხეხეთ მას მკლავზე ისევე, როგორც დეზოდორანტს ისვამთ.

6-1658150422.png

შეიზილეთ ტალახი სხეულის ყველაზე სუნიან ადგილებში. თუ ბუნებაში ხართ და ხელთ არ გაქვთ დეზოდორანტი ან ანტიპერსპირანტი, სცადეთ ცოტაოდენი ტალახი შეიზილოთ მკლავებზე ან ფეხებზე და გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ. შედეგად მოიცილებთ მკვდარ კანს, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სუნი.

8-1658150495.png

შეგიძლიათ ძმრით ჩამოიბანოთ პრობლემური ადგილები. თუ გირჩევნიათ არ გამოიყენოთ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტები, სცადეთ გამოიყენოთ რამდენიმე ბუნებრივი საშუალება თქვენი სხეულის სუნის გასაქრობად. ძმარი არის ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემურ ადგილებში (როგორიცაა ფეხები ან იღლიები) ბაქტერიების ან სოკოების მოკვლაში.

9-1658150508.png

გამოიყენეთ გაზავებული ლიმონის წვენი. ლიმონის წვენი ითვლება ბუნებრივ ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებად. ამიტომაც ის მალე გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან. ლიმონის წვენი ძალიან მჟავეა, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია თქვენი კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ აღმოაჩენთ, რომ ეს ასეა, ჩამოიბანეთ ლიმონის წვენი და რამდენიმე საათის შემდეგ დაისხით მხოლოდ მცირე რაოდენობით. ასევე, ასეთ დროს შეგიძლიათ სცადოთ ლიმონის წვენით წყლით განზავება.

10-1658150522.png

წყარო: wikihow.com