როგორ მოიქცეთ, თუ ბავშვი წამლით მოიწამლა - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ ბავშვი წამლით მოიწამლა

მედიკამენტებით მოწამლული ბავშვის დასახმარებლად, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის, რომ ხელოვნურად გამოიწვიოთ ღებინება. ამისთვის მშობლებმა უნდა მისცენ ბავშვს წყალი ან ცივი რძე, შემდეგ კი ენის უკანა კიდეზე თითი დაადონ. ეს მეთოდი მიზანშეწონილია, თუ მედიკამენტებს ჯერ არ დაუწყიათ მოქმედება (მიღების მომენტიდან 20-30 წუთი).

ეს არ შეიძლება გაკეთდეს, თუ ბავშვი ძალიან ნერვიულობს, ისტერიკაშია ან წინააღმდეგობას გიწევთ. ასევე, ეს არ უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვი უგონო მდგომარეობაშია ან წამლით მოწამვლის ოდნავი ეჭვიც კი არსებობს.

შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირი. დოზა შემდეგნაირად გამოთვალეთ: 1 კგ წონაზე უნდა გამოიყენოთ 1 გ ნივთიერება. როგორც წესი, 1 ტაბლეტი შეიცავს 0,25 გ აქტივირებულ ნახშირს. ანუ ბავშვს, რომელიც იწონის 10 კგ-ს, უნდა მიეცეს 40 ტაბლეტი, ხოლო 30 კგ-ს, შესაბამისად, 120 ტაბლეტი. შეგიძლიათ ტაბლეტები დაფხვნათ და გახსნათ წყალში.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვის მოწამვლა?

იმისთვის, რომ ბავშვი არ მოიწამლოს, მშობლებმა უნდა დაიცვან გარკვეული წესები ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად:

  • მედიკამენტები არ უნდა დატოვოთ ხელშესახებ ადგილას;
  • საჭიროა წინასწარ გამოთვალოთ დოზა;
  • ყველა მედიკამენტი გაანაწილეთ პირველი დახმარების ორ კომპლექტად: მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის;
  • პირველი სამედიცინო დახმარების ნაკრები ბავშვებისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს.

როგორ მოიქცეთ, თუ ბავშვმა საღეჭი რეზინი გადაყლაპა

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული

როგორ წახვიდეთ ავიამოგზაურობაში ბავშვით - კომფორტული მგზავრობის საიდუმლო