როგორ გადააჩვიოთ კატა შპალერისა და ავეჯის დაზიანებას
იმისთვის, რომ კატამ შეწყვიტოს შპალერის დაზიანება, თქვენ უნდა შეიძინოთ ფრჩხილების სალესი და აჩვენოთ, რა უნდა გააკეთოს - მიიყვანეთ ცხოველი მასთან და თათი ჩამოასმევინეთ ზედაპირზე. ეს რამდენჯერმე უნდა განმეორდეს.
თუ კატა კვლავ აგრძელებს შპალერის კაწვრას, უნდა სცადოთ „აკრძალული“ ზედაპირების დამუშავება სპეციალური პროდუქტებით, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ შინაური ცხოველების მაღაზიაში. ციტრუსები, შავი წიწაკა და სხვა, რომლებსაც უსიამოვნო არომატი აქვს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გაზავებული ძმარი ან სუნამო. ხშირად უნდა დაამუშავოთ და ეს არ უნდა გააკეთოთ ერთდროულად ყველა ადგილას.
შეგიძლიათ სცადოთ კატის გაწვრთნა. ზოგიერთი კატის ჯიშის გაწვრთნა საკმაოდ კარგად შეიძლება. როგორც კი ის იმავე ცუდ საქციელს გაიმეორებს, ხმამაღლა დაუყვირეთ, ან მისთვის უსიამოვნო რამ გააკეთეთ, რომ ეს ეფექტი დაამახსოვრდეს.
ასევე, არსებობს სპეციალური დამცავი საშუალებები კლანჭებისთვის, რომლებიც დამზადებულია სილიკონის, რბილი პლასტმასის ან რეზინისგან. თავიდან ცხოველს არ მოეწონება ისინი, მაგრამ რამდენიმე დღეში შეეგუება. ისინი უნდა შეიცვალოს დაახლოებით თვეში ერთხელ - ისინი ცვივა, როდესაც კლანჭები იზრდება. მაგრამ შეიძლება სათითაოდ ჩამოსცვივდეს უფრო ადრეც, ამიტომ თქვენ მუდმივად უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა ისინი ადგილზე. გასათვალისწინებელია, რომ კატა შეიძლება იყოს ალერგიული იმავე სილიკონის მიმართ, ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ.
როგორ დაალევინოთ კატას წამალი, რომ გადაყლაპოს: სასარგებლო ხრიკები
როგორ მიუთითებს კატა სახლში უარყოფით ენერგიაზე?
როგორ შეარჩიოთ საჭირო და აუცილებელი ნივთები და რა იყიდოთ, თუ სახლში კატის მოყვანა გადაწყვიტეთ
როგორ მოვაშოროთ სახლიდან კატის შარდის სუნი?
როგორ მოიქცეთ, თუ კატა ღამით არ გაძინებთ - 4 მეთოდი დაეხმაროთ დაძინებაში