როგორ გამოიყენოთ სწორად ვაზელინი
ახანგრძლივებს სუნამოს არომატს - შეიზილეთ კანის ის ადგილი, სადაც სუნამოს დაისხამთ;
წმენდს კანს - გააკეთეთ სახის ბუნებრივი სკრაბი შაქრისა და ვაზელინის ნარევიდან;
იცავს თქვენს სახეს თმის საღებავისგან - შეზეთეთ კანი თმის ხაზის გასწვრივ თმის შეღებვამდე;
არბილებს ნუნებს და ქუსლებს - წაისვით პროდუქტი ფრჩხილების ირგვლივ ან ქუსლებზე და შემდეგ აუცილებლად ჩაიცვით წინდები;
აგრძელებს წამწამებს - წაისვით წამწამები ტუშის წასმის ნაცვლად და ვიზუალურად უფრო გრძელი გამოჩნდება;
აშორებს მაკიაჟს - წაისვით პროდუქტი ბამბის ტამპონზე და ფრთხილად მოიცილეთ სახიდან დარჩენილი მაკიაჟი;
ხელს უშლის კანის აქერცვლას - ზამთარში გარეთ გასვლამდე შეიზილეთ სახისა და ცხვირის კანი (თუ შეიზილეთ, კანი არ დაზიანდება).